LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი მეგან მარკლის მიმართ სიმპათიებს ვერ მალავს (ფოტო)

731

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრები პირველ ოფიციალურ ღონისძიებას სტუმრობდნენ. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ამჯერად Royal Foundation-ის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. Making a Difference Together ასეთია ფორუმის თემა, სადაც მონაწილეებმა ფონდის მიერ განხორციელებულ ახალ პროექტებზე ისაუბრეს. ქეითი უკვე დიდი ხანია ამ ორგანიზაციის პატრონაჟს ეწევა. რაც ეხება მეგან მარკლის, ის ორგანიზაციის მესვეურობას მას შემდეგ ჩაიბარებს, რაც პრინც ჰარიზე ოფიციალურად დაქორწინდება.

ორსული ქეით მიდლტონი ფორუმზე ლურჯი ფერის საორსულო კაბით გამოჩნდა. მეგან მარკლიმ კი აქცენტი კლასიკურ შავ კაბაზე გააკეთა. მიდლტონი და მარკლი ფორუმის მსვლელობისას მომღიმარი სახეებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ფოტოებიდან ჩანს, რომ ქეით მიდლტონი მეგან მარკლის მიმართ სიმპათიებს ვერ მალავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები