LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის ბოლო ოფიციალური ვიზიტი მშობიარობამდე (ფოტო)

29

ქეით მიდლტონი ოლიმპიურ პარკს სტუმრობდა, ეს არის მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი დეკრეტულ შვებულებამდე. ცნობილია, რომ მიდლტონი აპრილის თვეში იმშობიარებს, თუმცა ბავშვის სქესი ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. სპორტულ კომპლექსში ქეითი პრინც უილიამთან ერთად მივიდა და იმ ათლეტებს შეხვდა, რომლებიც 2022 წელს ერთა მეგობრობის თასში მიიღებენ მონაწილეობას. წელს სპორტსმენებს ორგანიზაცია SportsAid უჭერს მხარს, რომლის პატრონაჟსაც ქეითი ეწევა. მიდლტონს ოლიმპიურ ცენტრთან ტრადიციისამებრ უამრავი გულშემატკივარი დახვდა, მოგვიანებით კი მეუღლეებმა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც პრინცმა უილიამმა ინვალიდის ეტლით კალათბურთიც ითამაშა.

მიდლტონმა ოლიმპიურ პარკში ვიზიტისთვის თეთრი ფერის ანსამბლზე გააკეთა აქცენტი. შეხვედრას მიდლტონი თეთრი ფერის პალტოში, Hobbs-ის ზედასა და ტანზე მომდგარ შავ შარვალში დაესწრო. წონაში საგრძნობი მატების მიუხედავად, ქეითი ელეგანტური და საოცრად ლამაზი ჩანდა.

 

http://www.dailymail.co.uk/femail/article-5531241/Pregnant-Kate-wears-skinny-jeans-ahead-maternity-leave.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები