LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითი და უილიამი მესამე შვილის გაჩენას გეგმავენ

67

ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ძიძა დასჭირდეს. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი, რომლებსაც 3 წლის ჯორჯი და 1.5 წლის შარლოტა ჰყავთ, მესამე შვილზე ფიქრობენ. გამოცემა Us Weekly ინფორმაციას სამეფო ოჯახთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არ გამიკვირდება, თუ საშობაოდ ქეითი უკვე ორსულად იქნება,“ – ამბობს გამოცემის წყარო.

ამასთან, ინფორმატორის განცხადებით, წყვილმა დაგეგმილი ორსულობის შესაბამისად შეადგინა სხვადასხვა ქვეყანაში მომავალი წლის ვიზიტების განრიგიც. ამასთან, ქეითი და უილიამი გავრცელებული ზიკას ვირუსის გამო მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები