LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულია: გვინდა გავზარდოთ ეკონომიკა და შემოსავლები მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილოთ

73

ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ განაწილებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის მათი თვითმიზანი. თვითმიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ამაღლდეს.

”ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ძირითადი მოსახლეობის კეთილდღეობა ხომ ამით არ გაიზრდება?! ის ხალხი, ვინც დღესდღეობით არის რეგიონებში, ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ამიტომ ვიყენებთ ტერმინს ინკლუზიურობა – ჩვენ გვინდა გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად შემოსავლები მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი გამოიმუშავებს და მეორეს გაუნაწილებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და თვითონ რომ გამოიმუშავოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს“, – განაცხადა ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები