ქორწინების გადასარჩენად ქეით მიდლტონი ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავს

41

პრესაში არაერთხელ გაჟღერებულა ინფორმაცია ქეით მიდლტონის მესამე ორსულობის შესახებ, თუმცა სამეფო კარს ოჯახში მატების შესახებ ინფორმაცია არცერთხელ არ დაუდასტურებია. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ქეითი და უილიამი მესამე შვილზე ოცნებობენ, მაგრამ მიდლტონის ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას დაფეხმძიმება არ შეუძლია. წყაროს ცნობით, მას კვებითი აშლილობა აქვს, რის გამოცე ექიმები მას კალორიული საკვების მიღებას ურჩევენ, რაც მის რეპროდუქციულ ფუნქციას კვლავ გაააქტიურებს.

ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამის გამო მათ ოჯახში პრობლემები სულ უფრო მატულობს, ამიტომ ქორწინების გადასარჩენად ქეითი ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ქეითმა და უილიამმა 2011 წელს იქროწინეს. 2013 წელს მათ პრინცი ჯორჯი, ხოლო 2015 წელს – პრინცესა შარლოტა შეეძინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები