LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

97

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. განცხადება დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გაავრცელა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები