LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა

60

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში – 3, 915,352 მგზავრს მოემსახურა. რაც 23% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3,193,848 მგზავრი).

უწყების ცნობითვე, სექტემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, კერძოდ:

თბილისის აეროპორტი სექტემბერში 385,914 მგზავრს მოემსახურა, რაც 5% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 368,601 მგზავრი ). ხოლო 9 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის სექტემბერში 63% გაიზარდა და 68,061 მგზავრი შეადგინა (2017 წლის სექტემბერი 41,732 მგზავრი). რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 450,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39% მეტია.

მგზავრთნაკადი გაიზარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2018 წლის სექტემბერში ბათუმის აეროპორტით 90,828 მგზავრმა ისარგებლა, რაც 6% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის სექტემბერი 86,051 მგზავრი). რაც შეეხება 9 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 20 %-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები