LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკში ბეზრდება ადამიანს სამსახურს – ფსიქოლოგები მიზეზებზე საუბრობენ

131

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა ასაკში ბეზრდება ადამიანი თავის სამსახურს. გათვლები კომპანია Happiness Works–ის სპეციალისტებმა, ბრიტანეთში 2000 ადამიანის გამოკითხვის შედეგად გააკეთეს.

გაირკვა, რომ ადამიანების 17% სამსახურით უკმაყოფილო 55 წლის ასაკშია, 16%–ს თავისი სამსახური 35–54 წლის ასაკში აღარ მოსწონს, 8%–ს კი 18–32 წლის ასაკში. მთავარ მიზეზად ადამიანებმა დაუფასებლობა, სტრესი და სამუშაო ადგილზე მეგობრების არ ყოლა დაასახელეს. ფსიქოლოგები დასძენენ, რომ მიზეზი შეიძლება შუა ასაკის კრიზისიც იყოს.

წინათ, ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვებისა და მოხუცების მოვლასთან დაკავშირებული პროფესიები ჯანმრთელობაზე. აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის საქმიანობა ფსიქიკაზე ცუდად აისახება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები