LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები

69

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 1280 მანეთი, დაახლოებით 22 დოლარი ეღირება. ამის შესახებ მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი სოროკინმა განაცხადა.

„ყველაზე იაფი ბილეთის ფასი იქნება 1280 მანეთი. ეს უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია ფიფა-სთან. ვცდილობთ, დავარწმუნოთ საერთაშორისო ფედერაცია, რომ გააფართოვოს ეს კატეგორია და რაც შეიძლება ბევრი ბილეთი იყოს ხელმისაწვდომი რიგითი გულშემატკივრებისთვის“, – განაცხადა სოროკინმა.

ფასის მიხედვით მეოთხე კატეგორიის (ყველაზე იაფი) ბილეთის შეძენა მხოლოდ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.

რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წელს, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები