LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება საქართველოში ახალი iPhone Xs Max უკვე ცნობილია

72

როგორც იცით, Apple-მ გუშინ ერთგული მომხმარებლებისთვის 3 ახალი სმარტფონი წარადგინა, ესენია: iPhone Xs, Xs Max და შედარებით დაბალბიუჯეტიანი Xr.

აღნიშნულ მოდელებს iPhone-ის ერთგული მომხმარებლები უკვე საქართველოშიც ელოდებიან. iPlus-ის მაღაზიათა ქსელში iPhone Xs Max და iPhone Xs ოფიციალურად 22 სექტემრბიდან გაიყიდება, მანამდე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნული მოდელები ერთი დღით ადრე, ექსკლუზიურად შეიძინოს.

როგორც iPlus-ში განაცხადეს, მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება iPhone-ის ახალი მოდელების მიმართ უკვე დიდია.

”ვმუშაობთ რამდენიმე დაინტერესებულ პირთან, რომლებიც გეგმავენ, iPhone-ის ახალი მოდელები, საქართველოში პირველებმა შეიძინონ. მათთვის iPhone Xs Max-ის ღირებულება 34 999 ლარი იქნება. მომდევნო დღეს კი, ანუ უკვე 22 სექტემბერს, როცა აღნიშნული 2 მოდელი საყოველთაო გაყიდვაში ჩაეშვება, მათი ღირებულება 3-დან 4 ათასამდე იქნება, პირველი კვირის განმავლობაში. შემდგომ პერიოდში, ბუნებრივია, ფასები გადაიხედება და შედარებით დაიკლებს”, – აღნიშნეს მაღაზიათა ქსელში.

რაც შეეხება, დაბალბიუჯეტიან iPhone Xr-ს, ის ამერიკულ ბაზარზე 26 ოქტომბრიდან გაიყიდება, შესაბამისად, საქართველოშიც ამ პერიოდში გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ iPhone-ის სამივე ახალი სმარტფონი წყალგამძლეა და 2 მეტრის სიღრმეში 30 წუთი ძლებს.

https://www.youtube.com/watch?v=9m_K2Yg7wGQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები