LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი Met Gala-ს პრეფართიზე შავი ანსამბლით, ბენ აფლეკის გარეშე გამოჩნდა

293
Jennifer-Lopez

ნიუ-იორკი, მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის – Met Gala მოლოდინშია. უკვე ოფიციალურადაა ცნობილი იმ ცნობილი სახეების ჩამონათვალი, ვისაც წლევანდელი კოსტიუმების წვეულების წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ.

მათი უმრავლესობა ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილამდე, ღონისძიების პრეფართიზე გამოჩნდა. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ტროი სივანთან, ზენდეიასთან, სიდნი სვინთან და სხვებთან ერთად, ჯენიფერ ლოპესიც მოექცა.

საღამოსთვის, ჯეი ლომ არჩევანი სრულად შავ ფერზე შეაჩერა და კოსოვოელი დიზაინერის, დაიანა ქარიმის ლუქი მოირგო. აღსანიშნავია, რომ მას თან მეუღლე, ბენ აფლეკი არ ახლდა.

2024 Met Gala-ს თანაორგანიზატორთა ვინაობა და დრესკოდი ცნობილია

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი წლევანდელი Met Gala-ს ერთ-ერთი თანაორგანიზატორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები