LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელოდება საქართველოს: ახლა ახალ მსოფლიოზე უნდა ვიფიქროთ

53

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მომდევნო ოფიციალურ მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს. ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მომდევნო ოფიციალურ მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს.

2019 წელს, ჩინეთში გასამართ მსოფლიო პირველობაზე მოხვედრის წესები შეიცვალა და განახლებული ფორმატით საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად გაიმართება. ეროვნული გუნდები ბოლოს დამკვიდრებული კალენდრისგან განსხვავებით არა ზაფხულში, არამედ სეზონის მსვლელობისას, სპეციალურად გამოყოფილი ფანჯრების პერიოდში ითამაშებენ. 2019 წლის მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სათამაშო პერიოდებად 2017 წლის ნოემბერი, 2018-ის თებერვალი და ივნისი შეირჩა. მეორე, გადამწყვეტი ეტაპის ფანჯრები კი სექტემბერში, ნოებერში და 2019 წლის თებერვალში გამოიყო.

რვა 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა. შესაბამისად, მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლებას 24 ნაკრები მოიპოვებს. გასული გუნდები მეორე ეტაპზე შექმნიან ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესო – ჯამში 12 ევროპული გუნდი მოიპოვებს.


შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად საქართველოს ნარკები G ჯგუფში მოხვდა სერბეთთან, ავსტრიასთან და გერმანიათან ერთად, რომელთანაც საქართველო ევრობასკეტზე დამარცხდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე რევანშის შანსი ექნება, თუმცა უკვე ზაზა ფაჩულიას გარეშე, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფაჩულია ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ვერ დაეხმარებოდა, რადგან NBA-ს და ევროლიგის კლუბები სანაკრებო პაუზების დროს კალათბურთელები გაშვებას არ აპირებენ.

 

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი

24/11/17 გერმანია – საქართველო

27/11/17 სერბეთი – საქართველო

22/02/18 ავსტრია – საქართველო

25/02/18 საქართველო – გერმანია

29/06/18 საქართველო – სერბეთი

02/07/18 საქართველო – ავსტრია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები