LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ტყუპების ოთახში, როდესაც მშობლები იძინებენ (ვიდეო)

222

მცირეწლოვანმა ტყუპებმა მარტო დარჩენისთანავე წვეულება მოაწყვეს. შემთხვევა ნიუ-იორკში მოხდა და ის პატარების ოთახში დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.

როგორც კადრებში ჩანს, 2 წლის ენდრიუსა და რაიანისთვის ძილის წესებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და როგორც კი მშობლები ოთახიდან გავიდნენ, პატარებმა საწოლები დატოვეს და ნამდვილი მხიარულებაც დაიწყო. ამ დროს ოთახში ბიჭუნების მამა დაბრუნდა და სერიოზული დატუქსვის შემდეგ ისინი საწოლებში დააბრუნა. თუმცა, როგორც ჩანს, ჯიუტი ყმაწვილები ამან ნაკლებად შეაშინა და  დაწყებული გართობა მალევე გააგრძელეს. ძმები იატაკზე კომფორტულად მოთავსდნენ და საინტერესო საუბარიც დაიწყეს. ხოლო თუ რაზე საუბრობდნენ 2 წლის ბავშვები, ეს მათ გარდა არავინ იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები