LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მტკიცებულებები აქვს მოპოვებული უკრაინის პროკურატურას – უწყება სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

166

საქართველოს შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე უკრაინაშიც აღიძრა. სახელმწიფო ღალატი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობა – ეს არის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც  მედიას  უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გააცნო. საგამოძიებო უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენელთან, მოსკოვში გაქცეულ უკრაინელ ოლიგარქთან  საეჭვო კავშირებში ამხელს და უკრაინაში  კრემლის პროექტის, „რუსული ზამთრის” ორგანიზებაში ადანაშაულებს.

უკრაიანის პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც უწყების მტკიცებით, კარგად ჩანს, ის , რომ ბიზნესმენმა სერგეი კურჩენკომ  სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მიზნით ქუჩის აქციების ორგანიზებისთვის 500 000 დოლარი. უწყების მტკიცებით, საუბარი ჩაწერილია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. აუდიოჩანაწერში კურჩენკო ამბობს, რომ მას უკრაინაში ბიზნეს-ინტერესები, ხოლო რუსეთში “სხვადასხვა კაბინეტებში შესვლის” შესაძლებლობები აქვს. ამის შემდეგ ბიზესმენი ამბობს, რომ სააკაშვილმა მასთან თავისი წარმომადგენელი უნდა გააგზავნოს.

 

 

პროკურატურის ჩანაწერებს სააკაშვილი უკვე გამოეხმაურა და ფაბრიკაცია უწოდა. მან განაცხადა, რომ კურჩენკოს საერთოდ არ იცნობს და წესიერად არც იცის ვინ არის.

ცოტა ხნის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა.

პოპულალურები