LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა პრობლემა გვაქვს ისეთი, ფხიზლად ცხოვრების არჩევანს რომ არ გვიტოვებს?!”

158

სავარაუდოდ, ახალი სახეობის ნარკოტიკით, რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალებას, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეხმიანებიან.

როგორც ისინი წერენ, მთავარი პრობლემაა ის, რომ ადამიანებსს ფხიზლად ცხოვრების არჩევანის საშუალება აღარ აქვთ.

ასევე პრობლემების ჩამონათვალშია “დრაგებზე” სნობური ლაპარაკის გამო კაიტიპობა და ეს მოდა, რომელსაც ახალგაზრდები ყვებიან.

ნოე სულაბერიძე ამ ხალხს მიმართავს, რომ თინეიჯერების და სტუდენტების ხარჯზე არ გაყიდონ იაფიანი შხამი.

“ყოველ პარასკევს ,,დრაგების ქვეშ” მუსიკა და ვერის კვადრატში ბერლინულ კოქსზე სნობური ლაპარაკი სანამ გეკაიტიპებათ და გეკაიტონებათ, იაფიანი შხამი სულ უფრო მეტად გაიყიდება, თან ძირითადად სოციალურად გაუმართავი თინეიჯერების და სტუდენტების ხარჯზე, ისინი მაინც დაინდეთ… !

…თუ არადა თაგეთ ისევ შსს, ქალაქის მერია, საპატრიარქო და რაიკომი”, – წერს ნოე სულაბერიძე.

 

“კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ; გავიაზროთ, რომ ნარკოტიკი კლავს- ზოგი ნელა, ზოგი კი მაშინვე; რომ ე.წ მსუბუქი ნარკოტიკიც ძალიან საშიშია; რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ MDMA-ს სმა და კოკაინის ყნოსვა “cool” აღარ გვეგონოს; რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა ვისწავლოთ, ცხოვრება ვისწავლოთ ან სხვის მაგალითზე რამე ვისწავლოთ?
ნარკომანია ქართული მოვლენა რომ არაა ყველამ ვიცით, მაგრამ ჩვენთან ნარკოტიკის მოხმარებამ, როგორც ბევრმა სხვა რამემ, სრულიად არაადეკვატური ფორმა მიიღო. ერთნაირი წარმატებით ეწაფება ე.წ კლუბურ ნარკოტიკს სტუდენტი, ექიმი, ბუღალტერი, აკადემიკოსი, ქუჩის ბიჭი, მეცნიერი, პენსიონერი და ა.შ განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეთნოსისა თუ სხვა მახასიათებლებისა (‘ბერგჰაინის’ მაგალითებით ნუ შემომივარდებით, კარგად ვიცნობ გერმანიას და მინახავს როგორ ცხოვრობს საშუალო სტატისტიკური გერმანული ოჯახი 80-მილიონიან, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გავლენიან, მდიდარ და მოწესრიგებულ ქვეყანაში).

სანამ ყველაფერს გამსაღებლებს დავაბრალებთ (თავისი ბრალეულობაც საკმარისი აქვთ), იქნებ იმაზე დავფიქრდეთ რა პრობლემა გვაქვს ისეთი ფხიზლად ცხოვრების არჩევანს რომ არ გვიტოვებს”, – წერს ნათია მაღრაძე.

 

„თუ მუსიკის მოსასმენად და მისგან სიამოვნების მისაღებად რაიმე დანამატი გესაჭიროება- ნიშნავს იმას,რომ ეს არ არის შენი მუსიკა…
კლუბში გასართობად პატარა დოზა ალკოჰოლისაც საკმარისია…
თუ ესეც არ გართობს მაშინ არც კლუბშია შენი ადგილი … შეცვალე გასართობი მისამართიც და მუსიკის მიმდინარეობაც…
მოუსმინე სოულს, ჯაზს … დიდი არჩევანია მუსიკალურ სამყაროში … 
გართობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად არ ღირს …
არც “მოდა” არ ღირს ამად!
ყალბია შენი გართობა “დანამატების” ქვეშ…
ფულს იხდი უხარისხო ილუზიაში რომელიც კლავს! “, – წერს ქრისტინე იმედაძე.

 

ტრაგიკულ შემთხვევათა ჯაჭვს ეხმიანება მომღერალი ნინი ბადურაშვილი. ის ადამიანებს მოუწოდებს, რომ უცნობებისგან გაურკვეველი წარმოშობის შხამი არ უნდა მიიღონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.

“ადამიანებო ნუ იღებთ გაურკვეველი ადამიანებისგან გაურკვეველი წარმომავლობის შხამს და ნუ გგონიათ რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ! ფრთხილად იყავით და იცხოვრეთ ჯანსაღი წესით,რადგან ცხოვრება ისედაც ძალიან მოკლეა… დატკბით ფხიზელი ცხოვრებით!დამიჯერეთ ბევრად კარგია”, – წერს ნინი ბადურაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები