LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის – რუსული ფულით დაფინანსებული „ჩახდილების“ და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ

143
irakli zarqua

„უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის – mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ, ასე რომ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული “ჩახდილების” და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ,“ – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა ე.წ მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, მმართველი გუნდი ცდილობს პარტიულ ჭრილში შექმნას რეესტრი, სადაც „ის უსამშობლოები მოხვდებიან, რომლებიც აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, მათ შორის, ფეხბურთელებს“.

„საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდი“, „ან დაგიჭერთ ან ჩავაქოლინებთ თქვენს თავსო…“, „21-ე საუკუნეში ამის მეტს რომ ვერაფერს მოიფიქრებ, ძალიან მძიმედაა შენი საქმე“ – ვინ როგორ ეხმაურება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ე.წ მონაცემთა ბაზის შექმნას

მმართველმა გუნდა დღეს დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, ვინც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

„იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ მიდგომას, რაც აქვს mona.ge-ს, mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. განსხვავებულო აზრი უნდა ჰქონდეს ნებისმიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ვინც აბულინგებს საზოგადოებს, შეურაცხყოფს, ის ვინც ეკლესიას უტევს, ის ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები იყოს იდენტიფიცირებული. ასე რომ ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული “ჩახდილების” და ხოშტარიას პროექტში არ აგრიოთ.“ – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდა დღეს დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, ვინც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას და თქვა, რომ „ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები