LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ხშირად მიმართავენ თბილისელები ექიმს?

125

“ეისითი” დაინტერესდა, თუ რამდენად ხშირად იტარებენ თბილისელები ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს.

როგორც კვლევამ აჩვენა, პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების კულტურა არც თუ ისე გავრცელებულია ჩვენს დედაქალაქში.

კვლევის მონაცემებით, ათიდან ოთხ თბილისელს (44%) არასოდეს ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. თბილისელების ერთი მესამედი ამ მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ იტარებს (32%), ხოლო ერთი მეოთხედი კი პროფლაქტიკური გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად მიმართავს (24%).

“ეისითი” ასევე დაინტერესდა ბოლო პერიოდში თბილისელების რა ნაწილმა მიმართა ექიმს  უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. როგორც ირკვევა, თბილისელების ნახევარი (50%) ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა ექიმთან ამ მიზეზით. აღსანიშნავია, რომ ექიმთან ვიზიტის პრაქტიკა უფრო მაღალია 60 წლის და უფროსი ასაკის თბილისელებში.

კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლეთ თუ რა პროფილის ექიმებს მიმართავდენ თბილისელები. როგორც აღმოჩნდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე თბილისელების უმრავლესობა, ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა ოჯახის ექიმთან (66%). ამ სეგმენტში სხვა პროფილის ექიმებთან ვიზიტის პრაქტიკა შედარებით დაბალია და 12%-ს არ აღემატება. კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის თბილისელები, გარდა ოჯახის ექიმისა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ასევე მიმართავედნენ კარდიოლოგებს (25%) და ოფთალმოლოგებს (15%), ხოლო 18-35 წლის ასაკის თბილისელები კი გარდა ოჯახის ექიმისა, ბოლო 6 თვის მანძილზე ასევე ყოფილან გინეკოლოგთან (24%) და სტომატოლოგთან (19%) .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები