LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად უსაფრთხოა WIZZ AIR- ავიაკომპანიამ 7 ვარსკვლავი მოიპოვა

110

ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდმა და საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა AirlineRatings.com-ზე უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რეიტინგი, 7 ვარსკვლავი მოიპოვა. AirlineRatings.com მსოფლიოში ერთადერთი სააგენტოა, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებისა და მათი მომსახურების რეიტინგებს აერთიანებს.

თითოეული ავიაკომპანიის რეიტინგის მაჩვენებელი ეფუძნება ყოვლისმომცველ ანალიზს, რომელიც მოიცავს მსოფლიოს საავიაციო სექტორის წამყვანი ასოციაციისა თუ მთავრობების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ისევე როგორც ისტორიულ მონაცემებს. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა: IOSA, სერთიფიცირება, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მტკიცებულებები (FAA), ფლოტის ასაკი და მდგომარეობა, ავარიული შემთხვევების ისტორია, ქვეყნის რეგიონისთვის საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული რეიტინგი და სხვა პარამეტრები.

როგორც Wizz Air-ში განმარტავენ, 7 ვარსკვლავის მოპოვება, რაც Wizz Air-ის შემთხვევაში მოხდა, ნიშნავს, რომ ავიაკომპანია შეფასების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

Wizz Air-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი ჰყავს, რომელიც ამჟამად ეარბას A320 და A321 ტიპის 104 ავიახომალდისგან შედგება და რომელთა საშუალო ასაკი 4,5 წელია. ავიაკომპანია კიდევ ელოდება მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ეარბას A321 NEO ტიპის 250 ავიახიმალდის შეკვეთას. პირველი NEO  ტიპის თვითმფრინავი ავიაკომპანიის ფლოტს 2019 წლის იანვრიდან შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები