LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ქულა ჩამოგეჭრებათ სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში – შს მინისტრი დეპუტატებს დეტალებს აცნობს

131

 ქულათა სისტემის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების მძღოლს 100 ქულა მართვის მოწმობის აღდგენის ან ყოველი წლის 1 იანვარს დაერიცხება, ახალი სისტემის შესახებ დეტალებს პარლამენტის წევრებს ამ წუთებში შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი აცნობს.

ქულათა განულების შემთხვევაში მძღოლს მაშინვე შეუძლია გამოცდაზე გასვლა და მართვის მოწმობის აღდგენა. 100 ქულის განახევრების შემთხვევაში მას გაფრთხილება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიუვა.

რა რაოდენობის ქულები ჩამოეჭრება მძღოლს სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში :

სატრანსპორტი საშუალების გადაცემა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის –  30 ქულა;

ავტომობილის გადაცემა მართვის მოწმობის არმქონე, ან – არასრულწლოვანისთვის  – 15 ქულა, განმეორების შემთხვევაში – 25 ქულა;

პოლიციელის დაუმორჩილებლობა – 20 ქულა;

სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ-მდე – 10 ქულა,  40 კმ-ს ზემოთ 20 ქულა;

ქვეითთან მიმართებაში მძღოლის მიერ წესების დარღვევა  – 10 ქულა;

მარეგულირებლის, ან შუქნიშნის დაუმორჩილებლობა – 15 ქულა;

ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა, განმმეორებით – 15;

ღვედის გამოუყენებლობა – 5 ქულა;

მობილური ტელეფონის მოხმარება საჭესთან ჯდომის დროს – 10 ქულა;

სანომრე ნიშნების გარეშე მართვა – 30 ქულა;

უკანა საგაბარიტო ფარების, ან წვიმის საწმენდი მექანიზმის გაუმართაობა – 5 ქულა.

ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში კი მართვის მოწმობას 6 თვით ჩამოართმევენ, დაბრუნების შემდეგ კი მძღოლს იმავე რაოდენობის ქულა ექნება, რაც ჩამორთმევისას ჰქონდა.

ქულათა სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე გავრცელდება და ვიდეოჯარიმებს არ ითვალისწინებს.  

შსს-ს რეკომენდაციით, სასურველია, ქულათა სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდეს.

დეპუტატები განხილვისას თანხმდებიან, რომ გზებზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე,  წესები გასამკაცრებელია, თუმცა, მეორეს მხრივ ხუმრობენ, რომ არსებული ქულათა სისტემის მიხედვით, მართვის მოწმობის დაკარგვა 1 დღეშია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები