LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში ეს ელექტროავტობუსი თბილისის მგზავრებს მოემსახურება

113

რამოდენიმე დღეში ეს ელექტროავტობუსი თბილისში იქნება.

დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ 61 ნომერ მარშრუტზე, სამი კვირის განმავლობაში თავად გატესტონ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე E-Bus.

ელექტროავტობუსი კომპანია “ფრეგობასის” საცდელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის.

“ეს არის სადემონსტრაციო 12 მეტრიანი ავტობუსი, 35 ადგილი + მძღოლი, 100% ელექტრო, მსგავსი ტიპის თანამედროვე ავტობუსი პირველად ჩამოვა საქართველოში, იმედია მსგავსი სიკეთეები არ მოაკლდება ამ ქალაქს და მალე ჯანსაღად შევძლებთ სუნთქვას”, – განაცხადა მურმან პატარაიამ “ფორტუნასთან”.

ელექტროავტობუსი თბილისში იმ პროგრამის ფარგლებში ჩამოდის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

პროექტს “ფრეგობასი” ჩინურ კომპანიასთან ZTE და გერმანულ Eurobus-თან ერთად იწყებს. ამ დროისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხორციელდება.

“გადავწყვიტეთ, სანამ ამწყობი ქარხანა აშენდება, სადემონსტრაციოდ ჩამოვიყვანოთ ეს ავტობუსი, რადგან ყველამ ნახოს რამდენად კარგი, სასარგებლო და ეკონომიურია ის”, – აღნიშნა პატარაიამ “ფორტუნასთან”.

ნახეთ ვრცლად: სულ რაღაც წელიწადნახევარში: როგორი იქნება ქართული ელექტროავტობუსები (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები