LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე სასარგებლო რჩევა მშობლებს

51

ბავშვის აღზრდა ნებისმიერ ასაკში რთულია, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაც მცირედით მაინც შეგიმსუბუქებთ ამ მეტად რთული მისიის შესრულებას.

* ემოციონალური აღზრდა – ხშირად, მშობლები ყურადღებას არ აქცევენ შვილების ნეგატიურ ემოციებს და მიიჩნევენ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. თუ ბავშვს, რაიმე არ გამოსდის, ბრაზობს და განიცდის, დაელაპარაკეთ მას გულახდილად, ერთად განიხილეთ პრობლემა და მოძებნეთ გამოსავალი.

* გრძნობები – ნურასდროს დატოვებთ ემოციურ ბავშვებს მარტო. მცირეწლოვანებს არ შეუძლიათ გრძნობების დამოუკიდებლად მართვა, მშობელი კი, ვალდებულია ყოველთვის დროულად დაეხმაროს და გაარკვიოს საკუთარ გრძნობებში. შესაძლოა გგონიათ, რომ ის ჯერ პატარაა და ვერაფერს გაიგებს, თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ ბავშვებს ბევრად მეტი ესმით, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუ ბავშვი ტირის, გაღიზიანებულია და ჭირვეულობს, ეცადეთ შეცვალოთ ჩვეული გარემო, თუნდაც გაისეირნეთ პარკში, სადაც სხვა ბავშვებთან შეძლებს ურთიერთობას.

* სამყაროს შეცნობა – ბავშვი მუდმივად რაღაცას სწავლობს და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევით ამ პროცესში, მით უფრო გაგაოცებთ საკუთარი შვილის ცოდნით. ბავშვები ბუნებით არიან ცნობისმოყვარეები და შინაგანად მოტივირებული შეიცნონ სამყარო. მათ არ სჭირდებათ ინსტრუქციები და თქვენი ჭკუის სწავლება, ამიტომ მიეცით უფლება დამოუკიდებლად გაეცნოს სამყაროს იმ დროსა და ტემპში, რაც მისთვის ყველაზე მოსახერხებელია.

* ბავშვური გატაცება – ზოგჯერ ბავშვი საკუთარი საქმეებითა გატაცებული და აბსოლუტურად არ გაქცევთ ყურადღებას. შესაძლოა მსგავსი გართობა არასერიოზულად მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში, კონკრეტულ საქმიანობაზე კონცენტრირება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უბრალოდ ჰკითხეთ მას როდის მოიცლის და მიეცით საშუალება, დაასრულოს ჩაფიქრებული. გაუწიეთ ანგარიში თქვენი შვილის ოცნებებს და ბავშურ გეგმებს, დაუთმეთ მეტი დრო მის სურვილებს და დაეხმარეთ მიზნების განხორციელებაში.

* შექება – ზოგჯერ შექებას უკუეფექტი აქვს, რადგან როცა ბავშვს მონდომებისა და ენთუზიაზმისთვის აქებთ, ავტომატურად სიტუაციის კონტროლის შეგრძნებას გადასცემთ და პატარა დარწმუნებულია, რომ წარმატება მხოლოდ მისი დამსახურებაა, იმ შემთხვევაში კი, თუ მის თანდაყოლილ ნიჭსა და გონიერებას აქებთ, აბსოლუტურად სხვა პრობლემას ეჯახებით – ის, ვინც ბავშვობიდან დარწმუნებილია, რომ არაფერში სჭირდება მონდომება, რადგან წარმატებას ბუნებრივი უნარების წყალობით მიაღწევს, ჩვეულებრივ ძალიან მძიმედ განიცდის წარუმატებლობას, უჭირს მარცხის დაძლევა და შემდგომი წინსვლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები