LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენს იშოვის საქართველო ერთა ლიგიდან

56

საქართველო ერთა ლიგას აქამდე არნახული იმედით შესცქერის. მოგვეცა ძალიან კარგი და იშვიათი შანსი, ჩვენც მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და თუ რაიმე მართლაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა ჯგუფს პირველ ადგილზე დავასრულებთ და მერე გადამწყვეტი საპლეი-ოფო მატჩები გველოდება.

გარდა მთავარისა, სპორტული შედეგისა, ცოტა ფულსაც ვიშოვით.

უეფამ თქვა, რომ ერთა ლიგაზე მონაწილეობისათვის ნაკრებებს სოლიდარობის თანხასაც გაუზრდის და ბონუსებსაც.

D ჯგუფის ყველა ნაკრები 750 ათასს მიიღებს, ხოლო გამარჯვებული დამატებით კიდევ ერთ ამდენს.
გამოდის, რომ თუ მოვიგეთ, ევროპაზე გასვლასთან ერთად, 1.5 მილიონსაც გამოვიმუშავებთ.

შედარებისთვის, A ჯგუფში მონაწილე ეროვნული გუნდები 2.25 მილიონს აიღებენ, B ჯგუფის მონაწილეები 1.5 მილიონს, ხოლო С ჯგუფელები – 1.125 მილიონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები