LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამსები ხომ არ აგერიათ? რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე”- სააკაშვილი

80

„ამ დღეებში გავიგე ბევრჯერ, რომ სააკაშვილიც და ივანიშვილიც ერთი და იგივეა. მე მინდა ამ ხალხს ვუთხრა, თქვენ სკლეროზი ხომ არ გაქვთ და რამსები ხომ არ აგერიათ? რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2- ის ეთერში გადაცემაში “არჩევანი” განაცხადა.

სააკაშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ „საქართველოში ხდება სახელმწიფოს განადგურება, საქართველოში ხდება ერთი პატარა ქონდრის კაცის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიწასთან გასწორება, გაბანძება ქვეყნის”

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი საქართველოს რესურსს იყენებს იმისთვის, რომ მოგება ნახოს.

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, ჩემი მმართველობის 9 წლის განმავლობაში, იმ საამაყო 9 წლის განმავლობაში, შემცირდა 2.01 ლარიდან 1.65-მდე, ხოლო მისი მმართველობის განმავლობაში 1.65-დან 2.61-მდე, კბილებით უჭირავთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ომეგა ჯგუფის საქმეზე საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განმარტებები გააკეთა 2004 წლის მოვლენებთან დაკავშირებით , როდესაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ოფისებში და ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმი შევიდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2004 წელს „ომეგაში“ მიმდინარე პროცესები უკავშირდება აჭარის მოვლენებს და ზაზა ოქუაშვილისასლან აბაშიძის გვერდით დგომას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები