LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ფიქრობენ ახალგაზრდა რუსები პუტინზე

82

ახალგაზრდა რუსებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადნენ და მთელი ცხოვრების მანძილზე მაინც მხოლოდ ერთ ლიდერს ხედავენ, „სიენენმა“ რეპორტაჟი მოამზადა.

კორესპონდენტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, უნივერსიტეტი რუსეთში ყველაზე პრესტიჟულია. „სიენენის“ რესპონდენტები გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობენ და ემზადებიან, საწვავის ბიზნესში ჩაერთონ. ყველა მათგანი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.

იური 19 წლისაა და საბჭოთა კავშირის დაშლიდან 6 წლის შემდეგ დაიბადა. რას ფიქრობს სსრ-ს დაშლაზე?

„არაფერს,“ – ამბობს პასუხად,-„ ეს მანამდე მოხდა, სანამ დავიბადებოდი და ჩემზე არ უმოქმედია. კარგია, რომ არსებობდა საბჭოთა კავშირი, დადებითი ასპექტებიც ჰქონდა.“

„ბებიაჩემი ამბობს, რომ სსრ-ში ცხოვრება ხალხისთვის ძალიან კარგი იყო, ადამიანები გაერთიანებულები იყვნენ… თუმცა იყვნენ მწერლები და ჟურნალისტები, მაგალითად – სოლჟენიცინი, რომლებსაც სხვა შეხედულება ჰქონდათ საბჭოთა კავშირზე,“ – ამბობს 17 წლის დანიელი.

რუსი მოზარდებისთვის საბჭოთა რეპრესია, ხალხის დაპატიმრება შუაღამისას, იძულებითი შრომის ბანაკები უკვე უძველესი ისტორიასავით არის.

 

რას ფიქრობენ პუტინზე

სტუდენტების უმეტესობა კმაყოფილია ლიდერით, რომელიც მათი დაბადებიდან დღემდე ქვეყნის სათავეშია.

იურის პუტინზე კარგი წარმოდგენა აქვს.

„ყველაფერიძალიან კარგად არის, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით სრულებით კმაყოფილი ვარ“.

მას ეთანხმება ალექსეიც :

„რა თქმა უნდა, მისი წყალობით, არ გვაქვს პრობლემები ქვეყანაში. უფრო სწორად, გვაქვს, მაგრამ ამ პრობლემებს პუტინი ამსუბუქებს. ასე რომ, მე მისი პოლიტიკა მომწონს და მხარს ვუჭერ.“

 

 

ამ ახალგარდა რუსებს, სავარაუდოდ, არ ახსოვთ მსოფლიო ცივი ომი, თუმცა მათ საკუთარი „ახალი“ ცივი ომი აქვთ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გათვალისწინებით.

„რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა და ყველას ესმის, რომ მდგომარეობით ვერავინ იხეირებს. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი ჩვენთან დიალოგზე წამოვა და ყველაფერი მოგვარდება. ჩვენ, ალბათ, მეგობრები არ ვიქნებით, თუმცა ეკონომიკური ურთიერთობის დალაგება აუცილებელია,“ – ამბობს ვასილი.

„ახალ რუსეთში“ პიროვნებებს დიდი ძალა აქვს და ბევრი რუსი მიიჩნევს, რომ პუტინი განსაზღვრავს მათ ქვეყანას.

„საგარეო ურთიერთობები, ალბათ, შეიცვლება, რადგან შეიცვალა ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინზე. მან თქვა, რომ ჩვენი პრეზიდენტი კარგი ლიდერია და ვფიქრობ, პუტინიც პატივს სცემს ტრამპს. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა შეიცვლება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები