LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იზამს ლარი საახალწლოდ

101

ლარი უკვე ერთი თვეა უფასურდება. ამ ტენდენციის მიზეზებზე ეროვნულ ბანკში ჯერ არ საუბრობენ.

დოლარი 2.7-იან ნიშნულზეა, ევრო კი 3.17-ზე, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების უმეტესობა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ლარის გამყარება (მცირედით) არჩევნების შემდეგ,  გუშინ დაფიქსირდა.

გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი და რა ელოდება ახალ წელს ეროვნულ ვალუტას. ამ კითხვებზე პასუხის გაგება „ფორტუნამ“ ექსპერტებისგან სცადა, რომლებიც პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ მცურავი ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.

რას იზამს ლარი? გიორგი პაპავას განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხის ორ ვარიანტზე უამრავი თეორიის აწყობა შესაძლებელია, თუმცა რეალური პასუხი არ არსებობს და ეს ყველაფერი მარჩიელობაა.

“ფაქტორები, რომ წლის ბოლოს ექსპორტი იზრდება, ხალხს დოლარის დანაზოგი ლარში გადააქვს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ ბაზარს ეს ყველაფერი კარგად აქვს შესწავლილი და დღევანდელ ფასში ეს ფაქტორები შესული უნდა იყოს. მომავალში რა ახალი ფაქტორები განაპირობებს ეროვნული ვალუტის კურსს უცნობია. შესაბამისად, ლარის კურსის პროგნოზიც საკმაოდ რთულია”, – განაცხადა გიორგი პაპავამ “ფორტუნასთან”.

ექსპერტის ირაკლი ყიფიანის თქმით კი, საახალწლო პერიოდში, მოლოდინების ტრენდი შემცირდება და ლარი დასტაბილურდება.

“მიმაჩნია, რომ მოლოდინების ტრენდი შემცირდება. ლარის კურსი წესით, მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა დასტაბილურდეს და საბაზრო ნიშნულს მიუახლოვდეს”, – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 

შეიძლება ლარის კურსი, ჩვეულებრივმა მოქალაქემ უფრო ზუსტად გაარტყას, ვიდრე მსოფლიოს წამყვანმა ფინანსისტმა”

რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, როგორც “ფორტუნასთან” ირაკლი ყიფიანმა განაცხადა, ეს ყველაფერი მცდარი მოლოდინების ბრალია, თუმცა მოლოდინები ხელისუფლების რამდენიმეწლიანმა არასწორმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა შექმნა.

“დღეს რაც ლარს სჭირს, არასწორი მოლოდინების ბრალია, მაგრამ ის რომ მსგავსი ტიპის მოლოდინები გაჩნდა და ეს ყველაფერი უმოკლეს დროში აუფასურებს ლარს, გამოიწვია, წლების განმავლობაში ხელისუფლების ქაოსურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ”, – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

მისი თქმით, სტაბილური ვალუტისთვის აუცილებელია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ქონა.

“შეუძლებელია ერთ კვირაში ლარი დაასტაბილურო. ეს არის ქრონიკული ავადმყოფობა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა”, – აღნიშნა მან.

ექსპერტი გიორგი პაპავა კი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას, ბაზარზე გაურკვევლობა განაპირობებს.

“ლარის არასტაბილურ მდგომარეობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ არავინ იცის რეალურად, რამდენი ლარი ღირს ერთი დოლარი, არც ეროვნულმა ბანკმა მათ შორის.

მაგალითად, გამოვიდა საქართველოს ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი და თქვა, რომ ის ფიქრობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში 2.50-ია. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ შესაძლოა, ამ პერიოდში კურსი გაუფასურებული 

იყოს. სინამდვილეში ეს არ არის ვაშლი, რომ ვიცოდეთ მისი ფასი. 

შესაბამისად, ყველა თავის თეორიას აგებს. შეიძლება ლარის კურსი ჩვეულებრივმა მოქალაქემ უფრო ზუსტად გაარტყას, ვიდრე მსოფლიოს წამყვანმა ფინანსისტმა”, – განაცხადა გიორგი პაპავამ “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები