LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მიირთმევენ დესერტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

907

თუ საზღვარგარეთ აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გასინჯეთ მასპინძელი ქვეყნის ტრადიციული კერძები და არც დესერტის დაგემოვნება დაგავიწყდეთ.

* ესპანეთი – ჩუროსი

ჩუროსი ძალიან ჰგავს ტკბილ ფუნთუშას, თუმცა მისგან განსხვავებით მოგრძო ფორმა აქვს. როგორც წესი, ჩუროსს შაქრის ფხვნილს ან დარიჩინს აყრიან და ცხელ შოკოლადთან ერთად მიირთმევენ. რა თქმა უნდა, დესერტი ძალიან კალორიულია, მაგრამ ისეთი გემრიელია, რომ ესპანეთში მას საუზმეზეც მიირთმევენ და ვახშამზეც. უკეთესია ჩუროსი სპეციალიზებულ კაფეებში დააგემოვნოთ, რომელიც ესპანეთის ნებისმიერ ქალაქში თითქმის ყველა ქუჩაზე შეგხვდებათ.   

660x495_1_42e936016d1b8f17ae8234a8cf058b91@3264x2447_0xc0a839a2_21036864161460108616

* ბელგია – ბელგიური ვაფლი

ბელგიაში აუცილებლად უნდა გასინჯოთ ვაფლი, რადგან სამშობლოში ის, რა თქმა უნდა,  ყველაზე გემრიელია. ბელგიის კაფეებში ვაფლს აუცილებლად ცხელს და სხვადასხვა ტკბილეულით, მათ შორის სიროფით, შოკოლადით ან ახალი კენკრით შემოგთავაზებენ, არჩევანი კი, თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.   

660x439_1_c67c8acb9310016f6f2667d85ee75c1f@5030x3347_0xc0a839a2_6337099561460108975

* თურქეთი – ფახლავა

ფახლავა აღმოსავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში, თურქეთის ტრადიციული ტკბილეულია. როგორც ამბობენ, დესერტი პირველად შორეულ 1453 წელს მომზადდა სულთან ფატიხასთვის, რომელსაც ისე მოეწონა ნუგბარი, რომ მისი ყოველდღიური მომზადება კანონად აქცია.  

660x440_1_c1e2c3842b6a1ffefd032e1659b7916f@5314x3543_0xc0a839a2_19786111571460109468

* იტალია – ტირამისუ

იტალიურიდან თარგმანში ტირამისუ ”გამამხნევეს” ნიშნავს, რაც შემთხვევითი არაა, რადგან დესერტის მთავარ ინგრედიენტად ესპრესო ითვლება. ტირამისუს მირთმევა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის რესტორანში შეიძლება, მაგრამ ყველაზე გემრიელად მას მაინც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ამზადებენ.

660x439_1_576aae7b4847e777408c53892fe29a9e@4992x3320_0xc0a839a2_18264047191460118767

* საფრანგეთი – მაკარუნი

მაკარუნი იმდენად პოპულარულია საფრანგეთში, რომ მისი მირთმევა McDonald’s-ც შეიძლება. ცომის ორი ფირფიტისგან მომზადებულ ნუგბარს შუაში მურაბა ან ჯემი აქვს და ტკბილეულის მოყვარულებს არა მარტო ფერით, არამედ მრავალფეროვანი გემოთიც აოცებს. სხვათაშორის, ყველა ფრანგი კონდიტერი დესერტს თავისებურად ამზადებს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ორი ერთნაირი მაკარუნი უბრალოდ არ არსებობს.

660x428_1_42183d1b7def0cee82ea2ab4edd7df8f@5424x3515_0xc0a839a2_15841420881460383637

* შვეიცარია – ფონდიუ

ფონდიუს (ანუ ”გამდნარის”) სამშობლოდ შვეიცარია ითვლება და სხვადასხვა შვეიცარული ყველისით, ცოტა ნივრითა და მუსკატის თხილით მზადდება. თუმცა, თუ ყველის მაგივრად შოკოლადს გამოიყენებთ, კენკრისა და ხილის დაუმატებთ, მართლაც უგემრიელეს დესერტს მიიღებთ.  

660x440_1_46f148bd103c68bb251a91e8a32b7a6e@5120x3413_0xc0a839a2_14144223471460119818

* ბრაზილია – კრემ დე პაპაია

ერთგვარი მუსი კრემ დე პაპაია, ცხელი ბრაზილიის ცივი დესერტია, რომელიც პაპაიას, ვანილის ნაყინის და შავი მოცხარის კრემ-ლიქიორის ნაზავს წარმოადგენს და ტროპიკულ სიცხეში ბრაზილიელების საყვარელ კოქტეილად ითვლება.

660x439_1_0eb4fc8043e2a46db87c86da129838d9@5700x3793_0xc0a839a2_7794799031460387119

* აშშ – ბრაუნი

ბრაუნი შოკოლადის ტრადიციული ამერიკული დესერტია, რომელიც აუცილებლად პატარა ნაჭრებად იჭრება. ღვეზელის ამგავრი ფორმით მირთმევის ტრადიცია ბერტა პალმერმა დაამკვიდრა 1893 წელს, როცა ჩიკაგოში, Palmer House Hotel-ის რესტორნის კონდიტერს ისეთი ნამცხვრის მომზადება მოსთხოვა, რომლიც მირთმევაც ყუთიდან იქნებოდა შესაძლებელი. დღეს ბრაუნის უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა საუკეთესოს მაინც Palmer House Hotel-ში ამზადებენ.  

660x450_1_9eabf549e3dddbc3498ac9bc3daa1254@660x450_0xc0a839a2_17187944381460381979

* გერმანია – როთე გრიუტცე

როთე გრიუტცე ( იგივე ”წითელი მარმელადი”) ტრადიციული გერმანული ხილის მუსია. კლასიკურ ვარიანტში მას კენკრას, შავი მოცხარის ლიქიორს, ალუბლის წვენს, წითელ ღვინოს და ვანილს უმატებენ, რაც დესერტს მეტ პიკანტურობას მატებს და მისი მირთმევა განსაკუთრებით სასიამოვნო ნაყინთან ან ნაღების კრემთან ერთადაა.  

660x440_1_4aa5a3ab41af66d9686f56e0551c6583@3680x2456_0xc0a839a2_14716545091460126758

* ავსტრია – ტორტი ”ზახერი”

ახალგაზრდა ავსტრიელი კონდიტერის ფნანც ზახერის გამოგონებას, დღეს უამარავი ანალოგი აქვს, თუმცა კლასიკური რეცეპტი მაინც უცვლელია: შუაზე გაჭრილ ბისკვიტს ჯერ გარგარის ჯემს უსვამენ, მერე კი, გვერდებსა და ზედა ნაწილზე შოკოლადის ცხელ მინანქარს ასხამენ.   

660x438_1_fd9f2d7c679afd0463e71e60445d8c1e@4288x2848_0xc0a839a2_3238267171460126956

* ტაილანდი – კაო ნიაო მა მუანგი

კაო ნიაო მა მუანგი, რაც თარგმანში ”წებოვან ბრინჯსა და მანგოს” ნიშნავს, ქოქოსის რძით, ბრინჯით, შაქრითა, მანგოთი მზადდება და ტაილანდელების საყვარელ ნუგბარად ითვლება.

660x450_1_2577994cd3a2725858b41889d8646a6c@660x450_0xc0a839a2_15963422181460477043

* არაბეთის გაერთიანებული ემირატები – ლუკაიმატი

ლუკაიმატი – ტკბილი ფუნთუშას მსგავსი მრგვალი ბურთებია, რომელთაც აღმოსავლური სამზარეულოსთვის დამახასიათებული მრავალფეროვანი შიგთავსი აქვს და ფინიკის სიროფშია ამოვლებული.  

660x440_1_ff361050ed0bb552dcc5b98669a0af03@5760x3840_0xc0a839a2_14520266921460128543

* იაპონია – მოტი

იაპონური მოტი ძალიან ჰგავს ტკბილ კანფეტებს, თუმცა სინამდვილეში ის წებოვანი ბრინჯით, იაპონური ლობიოთი, ფქვილითა და შაქრით მზადდება. დესერტს, როგორც ყველაფერ იაპონურს მეტად რთული რეცეპტი აქვს და მას ყოველთვის ორი ადამიანი ამზადებს.

660x450_1_7ec529567a907314e373934af324577f@660x450_0xc0a839a2_17600097111460130470

* ინდოეთი – გულაბჯამუნი

გულაბჯამუნი აზიის მრავალ ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით, თუმცა, ინდოეთში ის განსაკუთრებით უყვართ. ტკბილ სიროფში ამოვლებული რძისა და ფქვილის ბურთები, ინდოელებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ტრადიციულად დღესასწაულზე მზადდება.

660x440_1_d5af036af7a93b0e01dbffefcae2008e@5256x3504_0xc0a839a2_2201613871460376639

* დიდი ბრიტანეთი – მაფინი

სიტყვა ”მაფინი” ბრიტანეთში მე-11 საუკუნეში გაჩნდა ფრანგული moufflet-დან, რაც ”რბილ პურს” ნიშნავს. დღეს დესერტს მთელ მსოფლიოში იცნობენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მისი მომზადების ორი ვარიანტი – ინგლისური და ამერიკული არსებობს, შიგთავსი კი, მხოლოდ გემოვნებაზეა დამოკიდებული და შოკოლადთან ან ხილთან ერთად, ხშირად კენკრასა და სუნელებსაც უმატებენ.

660x440_1_a895f9e507d2d1c33b4d7b1b4fcf9f05@3700x2467_0xc0a839a2_5036703121460384012

* ახალი ზელანდია და ავსტრალია – ”პავლოვას” ტორტი

ტორტი ”პავლოვა” რუსი ბალერინას ანა პავლოვას სახელს ატარებს, რომელმაც 1920-იან წლებში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მაყურებელი დაიპყრო. ვინ მოამზადა პრიმა ბალერინასთვის პირველად ტორტი, დღემდე უცნობია, თუმცა არც არის მნიშნელოვანი. მთავარია, რომ ბეზეთი და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული, მარწყვითა და სხვა კენკრით მორთული დესერტი მართლაც უგემრიელესია.  

660x495_1_36b043707879ee5432d5bf43e285fac0@4827x3620_0xc0a839a2_17125868041460380965

* არგენტინა – დულსე დე ლეჩე

დულსე დე ლეჩე არგენტინული შედედებული რძეა,  რომელსაც რძითა და შაქრით ამზადებენ და აუცილებლად ვაფლთან ან ფუნთუშებთან ერთად მიირთმევენ.

660x440_1_462c257b5391f181a7071aea62d00d90@4752x3168_0xc0a839a2_8213821791460385541

* ისრაელი – სუფგანია

სუფგანია ერთგვარი ფუნთუშაა, რომელიც ბევრი კარაქით მზადდება, შიგთავსად კი, ჯემი გამოიყენება და შაქრის ან შოკოლადის მიმამქრით იფარება. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ დესერტი თავისი მაღალი კალორიულობით გამოირჩევა.

660x450_1_f068964e3bb6ccfe3ee64c3b64ae5a33@660x450_0xc0a839a2_975706071460380488

* ფილიპინები – ჰალო-ჰალო

ჰალო-ჰალო, რაც თარგმანში ”აურიე, აურიეს” ნიშნავს, ნებისმიერი ინგრედიენტით, მათ შორის ნაყინის ბურთებით, ხილითა და კენკრით ან ბოსტნეულითა და დაკონსერვებული პარკოსანი მცენარეებით მზადდება და უცვლელი მხოლოდ რძე და ყინულის კუბიკები რჩება. მომზადების პრინციპი, როგორც მისი სახელიდანაც ჩანს უმარტივესია – მთავარია ყველაფერი ისე აურიოთ, რომ საბოლოოდ ერთგავროვანი მასა მიიღოთ.   

660x450_1_bfae96e4e8a29dc449d6bb2241f52187@660x450_0xc0a839a2_20140528861460542685

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები