LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არის მართებული ხატია ბუნიათიშვილის გამოსვლა რუს დირიჟორთან და ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლა პარიზში, გერგიევთან – არა?“

175

მუსიკოსი ლადო სიჭინავა აქვეყნებს პოსტს, სადაც საქართველოში არსებულ ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას. ჯგუფის „Profusion“ დრამერი აღნიშნავს, რომ ხატია ბუნიათიშვილმა ახლახან ფლორენციაში რუს დირიჟორთან ერთად კონცერტი გამართა, ხატიას დედამ კი, გარკვეული პერიოდის წინ ანიტა რაჭველიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ეს უკანასკნელი გერგიევთან ერთად გამოსვლას დათანხმდა, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც პარიზში გაიმართა.

ლადო სიჭინავა წერს:

„ჩვენი ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი, რუს დირიჟორთან, ქალაქ ფლორენციაში, იტალია.

ახლა, ამიხსენით, რატომ დაიწყო ის უსამართლო და უაზრო პოლემიკა ანიტა რაჭველიშვილის კონცერტის შესახებ პარიზში, დირიჟორ გერგიევთან, ეიფელის კოშკის ქვეშ?

ვსვამ უაზრო კითხვას: რატომ არის მართებული ხატიას რუს დირიჟორთან კონცერტი და ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლა პარიზში – არ არის მართებული, რომელიც 14 ივლისს, პარიზში, ბასტილიის აღების დღეს, „დემოკრატიის შუქურა“ ქვეყანას პატივი სცა და საკუთარი გამოსვლით მთელი საქართველო ასახელა?

მორალი: ერთი მუჭა არტისტები გვყავს ქართველებს, ჰოდა, ვცეთ ერთმანეთს პატივი და მოვეშვათ უაზრო ღვარძლის ნთხევას.

ყველა ჩვენს არტისტს ვუსურვებ წარმატებას და საკუთარი ქვეყნის წარჩინებას!

პ.ს. რუსული ხელოვნების და რუსი ხალხის წინააღმდეგი არ ვარ 🙂 ჩაიკოვსკი და სტრავინსკი მაგარია… ლეპსის რა გითხრათ“.

https://www.facebook.com/vsichi/posts/10155688773588003

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები