LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაცხელდა ჭაში წყალი – სპეციალისტები სოფელ სკრაში მომხდარ უცნაურ მოვლენას სწავლობენ

61

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მახარაშვილების ეზოში არსებულ საყოფაცხოვრებო ჭაში წყლის ტემპერატურის მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  ჭაში არსებული წყლის ტემპერატურის გაზომეს და ტემპერატურის მატების მიზეზების შეისწავლეს.

პირველადი დასკვნით, ჭაში ტემპერატურის მატება გამოწვეულია არა ბუნებრივი, არამედ ტექნოგენური ფაქტორით, სპეციალისტების განმარტებით , წყლის ტემპერატურის მატება შესაძლებელია ელექტრო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს.

სააგენტოს სპეციალისტები ჭაში არსებული წყლის მონიტორინგს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, გორის რაიონში უცნაური მოვლენა დაფიქსირდა – სოფელ სკრაში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილ ჭაში სასმელი წყალი გაცხელდა, ტემპერატურამ +38 გრადუსს მიაღწია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები