LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უყვართ ვიქტორია ბექჰემს და გვინეტ პელთროუს ტუტეს დიეტა

355

მჟავა-ტუტპოვანი ბალანსის (pH) დაცვა, რომელსაც ძირითადად სტომატოლოგები ახსენენებენ, სინამდვილეში არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელ ჩვენს ორგანიზმს ჭირდება.

ცნობილია, რომ საკვები, რომელსაც მივირთმევთ გადამუშავების და ორგანიზმის მიერ შეწოვის დროს ან მჟავის რეაქციას იწვევს ან ტუტის. მარცვლოვანი საკვები, თევზი და ხორცი, კვერცხი, რძე, ყველი და ზღვის პროდუქტები – მჟანგავი პროდუქტებია, ხილი და ბოსტნეული კი, ტუტოვანი.

სწორად დაბალანსებული რაციონი სისხლში pH ნორმულ მაჩვენებელს (7,2-7,4) ინარჩუნებს. წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში კი, მჟავები ორგანოების ქსოვილში ხვდება და ხელს უშლის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.   

სისუსტეს და დაღლილობას, იმუნიტეტის დაქვეითებას და ლორწოს ინტენსიურ გამოყოფას, ნერვული აშლილობას და გამონაყარს კანზე – როგორც წესი სწორედ ორგანიზმის ”ჟანგვა” იწვევს.

ტუტეს დიეტა

ტუტის დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმის მთელი სისტემის გაჯანსაღებას, ნორმაში მოჰყავს სისხლის მაჩვენებლები, წმენდს ღვიძლს და ნაწლავებს. სხვა ექსტრემალური დიეტებისგან განსხვავებით, ტუტეს დიეტა არ გულისხმობს გარკვეული ჯგუფის პროდუქტებზე უარის თქმას. ამგვარი დიეტის მიზანია რაციონის 80/20-ზე დაბალანსება, სადაც ძირითადი მაჩვენებელი ტუტოვანი პროდუქტები იქნება.

ტუტეს დიეტა არა მარტო უზრუნველყოფს რკინის ჯანმრთელობას, არამედ, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე ეხმარება წონის დაკლებას. ვიქტორია ბექჰემი, გვინეტ პელტროუ და ჟიზელ ბიუნდჰენი დიდი ხანია მისდევენ კვების ამგვარ მეთოდს.

1-3

დიეტა სამ კვირას გრძელდება, რომლის განმავლობაშიც თავისუფლად შეგიძლიათ 5-7 ზედმეტი კილოგრამის დაკლება. ყოველი კვირა გარკვეულ ფაზას შეესაბამება, რომელიც პასუხს აგებს კონკრეტულ რეზულტატზე: გაწმენდა (წონაში ინტენსიურად დაკლება), მჟავა-ტუტპოვანი ბალანსის ნორმალიზირება და შედეგის შენარჩუნება.

დიეტოლოგებმა ტუტოვანი პროდუქტების ის ხუთი ჯგუფი გამოყვეს, რომლებიც მათი რაციონის 80%-ს უნდა შეადგენდეს, ვისაც წონაში დაკლება უნდა.

  1. ბოსტნეული: კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, ყაბაყი, ტკბილი წიწაკა, ნიორი, ხახვი, ნიახური, სალთი, ჯანჯაფილი, ოხრახუში, პომიდორი, კიტრი, სატაცური და რუკოლა.
  2. ხილი: ლაიმი, ლიმონი, ავოკადო, მსხალი, ვაშლი, ატმის და ლეღვის ჩირი, ფინიკი, ანანასი და ბროწეული.
  3. მარცვლოვანი პროდუქტი: წიწიბურა, ბრინჯი და შვრია.
  4. სასმელი: ბალახის ჩაი, ციკორიას ნაყენი, ლიმონიანი წყალი და სმუზი.
  5. სხვა: გოგრის მზესუმზირა, ნუში, ნიგოზი და თაფლი.

რაციონის დანარჩენ 20%-ს ყველი, ხორცი, თევზი და კვერცხი შეადგენს.

დიეტის დაცვამდე აუცილებლად გაიერეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან ამგვარი დიეტა არაა რეკომენდირებული მათთვის, ვისაც თირკმელების და ღვიძლის, გულის და კუჭის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები