LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტივად შესასრულებელი კვების პრინციპები, რომელსაც ჯოლი და კიდმანი მკაცრად იცავენ

279

ცნობილი ამერიკელი დიეტოლოგის, ტოსკა რენოს რჩევებით, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, იდეალურ ფიგურას ნიკოლ კიდმანი და ანჯელინა ჯოლი ინარჩუნებენ. რენოს კვების საიდუმლო კვების პრინციპების შეცვლასა და ცხოვრების სტილად მარგებელი ჩვევების ქცევაა.

ანჯელინა ჯოლი მაყურებელს ყველა შესრულებული როლით ატყვევებს, ასეთივე მშვენიერია ფილმებში ნიკოლ კიდმანიც. გრეის კელის როლის კასტინგზე ავსტრალიელმა მსახიობმა აჯობა ჯესიკა ჩესტეინს, შარლიზ ტერონს და რიზ უიზერსპუნს.

1

როდესაც კიდმანს კითხეს, როგორ ახერხებს მუდმივად ფორმაში იყოს, ნიკოლმა უპასუხა, რომ იკვებება სწორად და მუდმივად ვარჯიშობს, კვირაში მინიმუმ ორჯერ.

ანჯელინა კი ამბობს, რომ წონაში დაკლება არასოდეს სჭირდება, თუმცა კვების სწორი ჩვევების გამომუშავება დაეხმარა შეინარჩუნოს როგორც საკუთარი, ისე ბავშვების ჯანმრთელობა.

2

დიეტა, უფრო სწორად კი – კვების პრინციპები, რომელსაც მკაცრად იცავენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ამერიკელმა ტოსკა რინომ შეიმუშავა. 42 წლის ასაკში დაწყებითი კლასების მასწავლებელმა რინომ გადაწყვიტა დაეწყო ახალი ცხოვრება, დაიკლო 27 კგ და მიიღო ონაწილეობა მოყვარულ ბოდიბილდერების კონკურსში. მიღწეული შედეგების შემდეგ მან შეიმუშავა საკუთარი პროგრამა და დაწერა წიგნი Eat-Clean Diet, რომელიც ბესტსელერად იქცა და უამრავ ადამიანს დაეხმარა, წონაში დაეკლო.

ტოსკა რინოს მეთოდის ძირითადი პრინციპი ექვსჯერადი კვებაა.

მისი რჩევით, უნდა ვიკვებოთ ყოველ 2-4 სთში, მცირე ულუფებით.

აკრძალული პროდუქტი, ფაქტობრივად, არ არსებობს – დიეტების ავტორი ამბობს, რომ შეგიძლიათ ყველაფერი ჭამოთ, თუმცა აუცილებელია, შეიყვაროთ მარგებელი პროდუქტი და დღის ძირითად რაციონად სწორედ ასეთი საკვები აქციოთ. დიდი რაოდენობით ცილა და რთული ნახშირწყლები აძლიერებს შიმშილის გრძნობას და ხელს უშლის წონაში კლებას.

ძირითადი პრინციპები

იკვებეთ დღეში არანაკლებ 6ჯერ. დღის რაციონის 6 ულუფად გაყოფის შემთხვევაში ვერ იგრძნობთ შიმშილს, შესაბამისად – არ გაგიჩნდებათ სურვილი ჭამოთ კალორიული საკვები.

დალიეთ დღეში სულ მცირე 2 ლიტრი წყალი, რომ ორგანიზმიდან შლაკები გამოიდევნოს.

არ მიიღოთ საკვები, რომლის შემადგენლობაც ეტიკეტზე რთულად იკითხება. ჭამეთ ახალი, სეზონური პროდუქტი.

ყველა ჭამის დროს მიიღეთ ცილების შემცველი უცხიმო (ნაკლებცხიმიანი) საკვები, როგორიცაა ხორცი, თევზი, კვერცხი) და რთული ნახშირწყლები – მაგალითად ხილი, ან მარცვლოვნები. ეს პროდუქტები დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები.

ყურადღებით აკონტროლეთ დღის განმავლობაში ულუფის ზომა.

ქათამი – ერთი მცირე ნაჭერი, 150 გრამი
მარცვლეული – ½ ჭიქა
პური – 1 ნაჭერი
თხილი ან ნიგოზი – 1 პეშვი
ხილი – იმდენი, რაც ხელისგულზე დაგეტევათ
ბოსტნეული – ერთი დიდი ულუფა

ნებადართული პროდუქტი

ბოსტნეული : კიტრი, სალათი რომენი, სოკო, მწვანე ლობიო, სატაცური, ბროკოლი, მუსკატის ჯიშის გოგრა, თალგამი, ისპანახი, ხახვი, ნიორი, ნიახური, ბატატი, კარტოფილი, ყაბაყი, პომიდორი

ხილი : ახალი კენკროვანები (ჟოლო, მოცვი, მაყვალი, მარწყვი), ვაშლი, ბანანი, მსხალი, ავოკადო, ჩირი

ცომეული : პური, ყავისფერი ბრინჯის ხრაშუნა პური

ხორცი, ფრინველები, ზღვის პროდუქტი : ქათმის მკერდი, ღორის სუკი, ორაგული ან სხვა თეთრი თევზი; ინდაურის ფარში, ქათმის ფარში, მაგრად მოხარშული კვერცხი.

რძის პროდუქტები : უცხიმო რძე, უცხიმო სოიოს რძე, უწხიმო იოგურტი დანამატების და შაქრის გარეშე, კეფირი.

თხილეული, სასუსნავი : უმარილო ნუში, კეშიუ, ნიგოზი, უმარილო მზესუმზირა.

ზეთი : სელის, ზეთისხილის, მზესუმზირის, გოგრის

მარცვლოვნები : მიუსლი, დაღერღილი ხორბალი, შვრიის მარცვალი, ფეტვი, წიწიბურა.

კონსერვი : ბარდა, ლობიო, ოსპი, პომიდორი, თინუსი, ორაგული, სიმინდი მარილის მცირე რაოდენობით, ტომატ-პასტა.

სანელებლები : მდოგვი, ტომატის სოუსი შაქრის გარეშე, თაფლი, ძმარი, ბრინჯის ძმარი, ლიმონის წვენი, ლაიმის წვენი, ვაშლის ძმარი, საკვები სოდა, ცომის გამაფხვიერებელი, ვანილი, ზღვის მარილი, შაქრის ნატურალური შემცვლელები

სასმელი : ჩაი, ყავა, წყალი

დიეტის დაწყებამდე, უმჯობესია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები