LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძის ნაწარმი და მედიკამენტების ადგილობრივი წარმოება დღგ-სგან გათავისუფლდება

137

ჩვენი შემოთავაზებაა, დღგ-სგან გათავისუფლდეს არა მარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურისგან დამზადებული ყველა პროდუქტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

„სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აქ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს არა მარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურისგან დამზადებული ყველა პროდუქტი. გუშინ მე წავიკითხე რამდენიმე ე.წ. ექსპერტის მოსაზრება ამასთან დაკავაშირებით და ბევრმა ეს არ ჩათვალა საინტერესო რეფორმად. მეგობრებო, სწორედ ასეთი რეფორმები განაპირობებს იმას, რომ ჩვენ გლეხს მივცეთ მეტი შემოსავალი. ეს რეფორმა რას ნიშნავს სინამდვილეში? – ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალ ფასში ჩააბაროს ნატურალური რძე და მიიღოს დამატებითი შემოსავალი, ეს ნიშნავს იმას, რომ მწარმოებლები შეძლებენ, გადავიდნენ ნატურალურ რძეზე, ნაცვლად დღეს არსებული რძის ფხვნილისა, რომლის 100 % არის იმპორტირებული. მე მინდა შეგახსენოთ ეს ყველაფერი და მესამე და ყველაზე მთავარი, ალბათ, – მოსახლეობა მიიღებს ნატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქტებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის ინიციატივით, დღგ-გან გათავისუფლდება ასევე მედიკამენტების ადგილობრივი წარმოებაც. ამით პრემიერობის კანდიდატი ადგილობრივი  წარმოების წახალისებას გეგმავს.

დღეს, ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს , ვიდრე ადგილობრივი მაწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი. თქვენ თუ ნახავთ უახლოეს კვლევებს, ნათლად დაინახავთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ხარჯი სწორედ წამლების შესყიდვაზე მიდის . აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახდისგან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიძიონ დამატებითი ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავრია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ პროდუქციასთან”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები