LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკომენდაციები მშობლებს უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

71

ყოველდღიურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში უამრავი ბავშვი ხვდება. აქედან ბევრია ტრავმებისა და დაზიანებების შემთხვევები, რომლებიც მშობელთა დაუდევრობით არის გამოწვეული. პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ თავიდაც აიცილოთ უსიამოვნო ინციდენტები, რომელიც, შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს.

როგორ ავიცილოთ ჩამოვარდნა

მაქსიმალურად მოერიდეთ ოთახში მაღალ სკამებს, სადაც ასვლა ადვილია. სკამი სახლში, სადაც პატარა ბავშვია, უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი, რომ  გადმოვარდნამ ტრამვა არ გამოიწვიოს. ასევე, საყურადღებოა ფანჯარა, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს, რადგან აძრომის შემთხვევაში ბავშვმა იქიდან გადასვლა ვერ მოახერხოს. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ხალიჩებს, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებული. ასევე, ბავშვებისთვის  კატეგორიულად დაუშვებელია კიბეებზე თამაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს დატოვოთ ჩვილი მარტო დივანზე ან სავარძელში. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გადაბრუნების რეფლექსი.

მინისგან მიყენებული ტრამვები

სტატისტიკა ამ მხრივ შემაშფოთებელია. ცნობილია, რომ მინის კარებთან შეჯახებით ან ფანჯრიდან მინის ვარდნით წელიწადში 5 ბავშვი იღუპება, ხოლო 7500 ხვდება საავადმყოფოში. რეკომენდებულია კარებსა და ფანჯრებზე ისეთი მინის დამონტაჟება, რომელიც არ იმსხვრევა და ამ მინების დაზღევა სპეციალური საცავით. 

ჭრილობები

კატეგორიულად დაუშვებელია სახლში მაკრატლების, დანების და ალუმინის ქილების უყურადღებოდ დატოვება. ასევე ბავშვს არ მისცეთ უფლება ირბინოს ჭურჭლით ხელში, რადგან ვარდნის შემთხვევაში, ტრამვა გარდაუვალია. თავიდანვე ეცადეთ აუხსნათ პატარას, როგორ უნდა გაფრთხილდეს მჭრელ საგნებთან.

მოძრავი მექანიზმები

აქ საუბარია იმ მოწყობილობებზე, რომელიც ეზოში ინახება. ნებისმიერი სახის ელექტრომოწყობილობა წამითაც არ უნდა იყოს ჩართული და გამორთულ მდგომარეობაშიც საგანგებოდ უნდა იყოს დამალული.

თვალის ტრამვა

თვალის ტრავმის ხშირი მიზეზი მჭრელი საგნებია, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა მოარიდოთ ბავშვს. ასევე დაუშვებელია ბავშვებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ფეიერვერკის თვითნებური გამოყენება.

დამწვრობა

ყველაზე ხშირად ბავშვებში დამწვრობის მიზეზი სამზარეულოა. აქ მთელი პასუხისმგებლობა მშობელზე მოდის, რომ მან მაქსიმალურად მოარიდოს პატარა გაზქურას.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები