LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ

86

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პარტიის წევრი მინისტრები თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ. როგორც სამნიძე გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, თინა ხიდაშელის ვარშავის სამიტზე წასვლა და ქვეყნის სტაბილურობა პარტიის პრიორიტეტია.

„ხიდაშელის ყოფნა ამ პოზიციაზე და განსაკუთრებით, ვარშავის სამიტზე დასწრება, დიახ, ჩვენი პრიორიტეტია. სამიტამდე არავითარ ცვლილებებს არ ველით. პრემიერმაც აღნიშნა, რომ მზადაა ამ თანამშრომლობისთვის. როცა პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ და გაჩნდა ჭორი, თითქოს რესპუბლიკელი მინისტრები უნდა გადამდგარიყვნენ, ეს ინფორმაციის გადამოწმებამდეც კი არ დავიჯერე _ ვერ დავუშვებ, რომ პრემიერმა შეცვალა 1 კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის სპიკერთან ერთად გამოაცხადა.
გვეგონა, დასრულდა ეს სპეკულაციები, როგორი იქნება კოალიცია და ვინ როგორ იყრის კენჭს, მაგრამ ჩანს, ახლა ახალი ფაზა დაიწყო, არკვევენ, როდის მოხსნიან რესპუბლიკელ მინისტრებს.

– თუ გაქვთ გარანტია პრემიერისგან, რომ ხიდაშელს სამიტამდე არ გადააყენებენ და თუკი მაინც ასე მოხდა, ეს თქვენთვისაც კურსის ცვლილების სიგნალი იქნება, როგორც, თავის დროზე, ალასანიასთვის? 
_ ვარშავის სამიტი განცხადებაში არ გვიხსენებია, მაგრამ დიახ, ეს არის მთავარი თემა ჩვენი ყველა საუბრისა და კონსულტაციის დროს. ქვეყნის სტაბილურობისა და საგარეო კურსის ერთ-ერთი გარანტია კი სწორედ ისაა, რომ თავდაცვის მინისტრი წამდაუწუმ არ იცვლებოდეს. ველი, რომ იგივე პრიორიტეტები აქვს პრემიერსაც. ვფიქრობ, ის მზადაა თანამშრომლობისთვის და არ სურს, ქვეყანაში კითხვები გაჩნდეს. სწორედ ამიტომ
პარტიის ხარჯზე, ვტოვებთ მინისტრებს პოსტებზე და ამის გამო, ჩვენი მისამართით ბევრი კითხვა ჩნდება. ახლა ვმუშაობთ სიის ფორმირებაზე და ცოტა ხანში, მინისტრებთან ერთად გადავწყვეტთ, მათგან ყველა იქნება სიაში, არცერთი თუ რომელიმე და ვინ შეინარჩუნებს პოსტს ბოლომდე. ეს აქამდე არ მითქვამს, თუმცა ვფიქრობ, ხალხს უნდა ვუთხრათ, როცა პარტია ძალიან აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამიტომ რეალურად, აგვისტოში ჩვენი მინისტრები წავლენ,“- ამბობს სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები