LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნირო და ნაომი უოთსი წლის „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები არიან

132

„ოსკარების“ რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად სულ მალე გახდება ცნობილი „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტების ვინაობაც.

კინოში შეტანილი არც ისე დიდი წვლილისთვის წელს შესაძლოა ჯონი დეპი, ბენ აფლეკი, მეგან ფოქსი, რობერტ დე ნირო, ნაომი უოთსი და სხვა ვარსკვლავები „დაჯილდოვდნენ“.

„ოქროს ჟოლოს“ 37-ე ცერემონიაზე წელს წარდგენილები არიან:

წლის ყველაზე ცუდი ფილმი

  1. „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“
  2. „მსუბუქი ყოფაქცევის ბაბუა“
  3. „ეგვიპტის ღმერთები“
  4. „ჰილარის ამერიკა. დემოკრატიული პარტიის საიდუმლო ისტორია“
  5. „დამოუკიდებლობის დღე“
  6. „ზულენდერი 2“

წლის ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი

  1. ბენ აფლეკი („ბეტმენი სუპერემენის წინააღმდეგ“)
  2. ჯერარდ ბატლერი („ეგვიპტის ღმერთები“)
  3. ჰენრი კავილი („ბეტმენი სუპერემენის წინააღმდეგ“)
  4. რობერტ დე ნირო („მსუბუქი ყოფაქცევის ბაბუა“)
  5. დინეშ დსოუზა („ჰილარის ამერიკა. დემოკრატიული პარტიის საიდუმლო ისტორია“)
  6. ბენ სტილერი („ზულენდერი 2“)

წლის ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი

  1. მეგან ფოქსი („კუ-ნინძა 2“)
  2. ტეილერ პერი („ჰელოუინ მედეი“)
  3. ჯულია რობერტსი („დედების დღე“)
  4. ბეკი ტერნერი („ჰილარის ამერიკა. დემოკრატიული პარტიის საიდუმლო ისტორია“)
  5. ნაომი უოთსი („დივერგენტი, თავი 3: კედელს მიღმა“)
  6. შეილინ ვუდლი („დივერგენტი, თავი 3: კედელს მიღმა“)

წლის ყველაზე ცუდი რეჟისორი

  1. დინეშ დსოუზა და ბრიუს სკული („ჰილარის ამერიკა. დემოკრატიული პარტიის საიდუმლო ისტორია“)
  2. როლანდ ემერიხი („დამოუკიდებლობის დღე“)
  3. ტაილერ პერი („ჰელოუინ მედეი“)
  4. ალექს პროიასი („ეგვიპტის ღმერთები“)
  5. ზაკ სნაიდერი („ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“)
  6. ბენ სტილერი („ზულენდერი 2“)

წლის ყველაზე ცუდი რიმეიქი ან გაგრძელება

  1. „ალისა სარკის მიღმა“
  2. „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“
  3. „შავის ორმოცდაათი ელფერი“
  4. „დამოუკიდებლობის დღე“
  5. „კუ-ნინძა 2“
  6. „ზულენდერი 2“

„ოქროს ჟოლოს“ ლაურეატები პრემია „ოსკარის“ დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე, 25 თებერვალს გამოვლინდებიან.

http://www.eonline.com/news/823724/2017-razzies-nominations-announced-zoolander-2-and-batman-v-superman-lead-with-most-nods

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები