LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაუბრუნდება ეკრანებს „ჩემი ცოლის დაქალები – ზუსტი თარიღი ცნობილია

193

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეათე სეზონის დასრულების შემდეგ მაყურებელი მოუთმენლად ელოდება შემდეგ სეზონს და იმას, ბოლოს და ბოლოს დაქორწინდება თუ არა მაქსიმე გობრონიძე ბარბარე მანტკავაზე. სერიალი, რომელიც თავიდან მხოლოდ რამდენიმე სეზონად იყო ჩაფიქრებული, დიდი წარმატების კვლადაკვალ, კვლავ აგრძელებს არსებობს. მისი შემქმნელები კი ახალ სეზონზე კიდევ უფრო მეტ სიახლესა და საინტერესო ხაზებს გვპირდებიან.

რადიო „ფორტუნა“ „ჩცდ“-ს პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მეთერთმეტე სეზონი „რუსთავი 2“-ის ეთერს 4 მარტს დაუბრუნდება.

ირაკლი საღინაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „რასაკვირველია, იქნება სიახლეები. წინ საკმაოდ გრძელი სეზონია, სულ დაახლოებით 70 სერია გამოვა, შესაბამისად, განვავითარებთ ახალ ხაზებს, რასაც ჩვენი მაყურებელი, ტრადიციულად, მიჩვეულია ჩვენგან“.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები