LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ვისაუზმოთ, რომ წონაში არ მოვიმატოთ

168

იმის მიუხედავად, რომ საუზმე დღის ყველა კვებას შორის უმნიშვნელოვანესია, ბევრი ჩვენგანი საერთოდ არ საუზმობს.

რა ვჭამოთ დილით, ეს საკითხი ბევრისთვის დილემაა, რადგან საუზმეზე აუცილებლად უნდა მივიღოთ კალორიები, რომ სადილამდე აღარ მოგვშივდეს.

გაღვიძებიდან 1 საათის მანძილზე სისხლში შაქრის დონე დაბალია, ამიტომ სწორედ ამ დროს უნდა ვისაუზმოთ. ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის სპიკერი, დიეტოლოგი ქლოე მაილსი Independent-თან ყვება, რატომ არის მნიშვნელოვანი დილის კვება.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, ვინც საუზმობენ, ბევრად გამხდრები არიან მათთან შედარებით, ვინც დილით სახლიდან მშიერი გადის. ეს კი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სიმსუქნის შემთხვევების რაოდენობას ზრდის.

საუზმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ამასთან, საჭიროა სწორად შევარჩიოთ საკვები, რათა ორგანიზმი დილიდანვე მოვამარაგოთ საჭირო ვიტამინებით და ბოჭკოთი,“ – ამბობს მაილსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები