LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღმოჩნდა ბავშვის მამა ადამიანი, რომელიც არასოდეს დაბადებულა

110

34 წლის ამერიკელმა, რომელმაც ბავშვის მამობის დასადგენად ტესტი გაიკეთა, აღმოაჩინა, რომ იგი არა ბავშვის მამა, არამედ ბიძაა – მისი და ბავშვის გენები მხოლოდ 10%-ით დაემთხვა. მამა კი, ექიმების განმარტებით, არის ადამიანი, რომელიც არც კი დაბადებულა.

საქმე იმაშია, რომ მამაკაცის ძმა მისივე ტყუპისცალი იყო და დაბადებამდე, დედის საშვილოსნოში გარდაიცვალა.

„გადარჩენილი ტყუპისცალის სპერმაში არის ორი სხვადასხვა გენეტიკური კომპლექტი, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გენეტიკურ ქიმერასთან,“ – აღნიშნავენ ექიმები.

მსგავსი შემთხვევა 13 წლის წინაც დაფიქსირდა, როდესაც ქალი არა ბავშვის ბიოლოგიური დედა, არამედ – დეიდა აღმოჩნდა.

სპეციალისტების მონაცემებით, ორსულობის ყოველი რვა შემთხვევიდან ერთი რამდენიმე ნაყოფის ჩასახვით იწყება, შემდეგ კი ამ ნაყოფებიდან მხოლოდ ერთი ახერხებს გადარჩენას დანარჩენების გენოტიპებით, რაც რჩება შემდეგ ორგანიზმში და განაგრძობს არსებობას პარალელურად ძირითად გენეტიკურ მასალასთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები