LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა 90% სრულად იკურნება – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

162
სიმსივნე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევით, რომელიც 2023 წლის სექტემბრით თარიღდება, ბავშვთა სიმსივნეების მკურნალობაში მედიცინამ საგრძნობი პროგრესი განიცადა, რამაც ჯამში გამოჯანმრთელების 90-პროცენტიანი შედეგი აჩვენა, თუმცა ეს მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. აქვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მასშტაბური კვლევის დეტალებს გვიზიარებს, რომელიც ცოტა ადრე, 2006 წლიდან 2010 წლამდე ჩატარდა და რომლის ფარგლებშიც დიაგნოზის მქონე ბავშვებს ეგვიპტესა და გერმანიაში აკვირდებოდნენ. განვითარებადი და ღარიბი ქვეყნები, კვლევისთვის შეგნებულად იქნა აღებული, რათა სტატისტიკა შეედარებინათ. აქ იგულისხმება პერიოდი დიაგნოზის დასმიდან, სიმპტომების გამოვლენამდე, ასევე  ჰოსპიტალიზაცია და შემდგომ  გამოჯანმრთელება.

სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზე იყო ლეიკემია, რომელიც 48.8 პროცენტს იკავებდა. საინტერესოა, რომ კვლევით სურდათ დაედგინათ, რა უწყობს ხელს გამოჯანმრთელების პროცესს ყველაზე მეტად. გამოიკვეთა, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ყოფილა ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა და მედიცინის წარმომადგენელთა დამოკიდებულება პაციენტების მიმართ. დაბალგანვითარებული ქვეყნების ნაწილში, პრობლემას წარმოადგენდა დიაგნოზის დასმა, გვიანი მიმართვიანობა, არასაკმარისი შემოსავალი და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სიმცირე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში საკმაოდ ვრცელია და ის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები