პანკრეასის კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას ვიდეომიმართვით ეხმაურება ექიმი, გიორგი ღოღობერიძე.
ონკოლოგი საუბრობს იმ შთამბეჭდავ მიღწევაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. საუბარია ახალ პრეპარატ დარაქსონრასიბზე (Daraxonrasib).
მეცნიერების თქმით, ახალმა პრეპარატმა პაციენტების სიცოცხლე თითქმის გააორმაგა, კლინიკურმა შედეგებმა კი მსოფლიო ონკოლოგიური საზოგადოება აღაფრთოვანა:
„ახალი მედიკამენტი აკეთებს სასწაულს მედიცინაში. ეს ალბათ არის ყველაზე დიდი აღმოჩენა პანკრეასის სიმსივნის წინააღმდეგ. პანკრეასის სიმსივნე ონკოლოგებისთვის იყო ყველაზე დიდი თავსატეხი, რადგან ეს არის ძალიან აგრესიული სიმსივნე, ფარულად და სწრაფად მრავლდება და პაციენტებს უწევთ ძალიან მძიმე დღეების გავლა ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ახალი მედიკამენტი არის იმედის მომცემი, დარაქსონრასიბი აკეთებს სასწაულებს, ლამის ორჯერ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას ეს აქამდე რომ ვინმეს ეთქვა არ დავიჯერებდით, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი ყოველდღიურობა ხდება“, – ამბობს ონკოლოგი.
