LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ატარებს სიმსივნით დაავადებული ქალი ბოლო დღეებს ონკოლოგიურ საავადმყოფოში – „როცა საათები დათვლილია…“

449

რუსუდან გიგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც აღწერს, როგორ მდგომარეობაში მკურნალობს მისი ახლობელი ონკოლოგიურ საავადმყოფოში. სტატუსი რეზონანსულია და მას სრულად გთავაზობთ:

„როცა საათები დათვლილია… ჩემი ახლობელი ადამიანი, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ონკოლოგიური საავადმყოფოს პალიატიური მზრუნველობის პალატაში ატარებს. ბოლო დღეებია ყოველდღე მიწევს იქ მისვლა და მისი მდგომარეობით გამოწვეულ სევდას გარემო პირობებისა და ფაქტობრივად, არარსებული ინფრასტრუქტურის ფაქტორი კიდევ უფრო ამძაფრებს. პალატებს, საუკეთესო შემთხვევაში, ელექტროქურებით ათბობენ. ხის ძველი მაგიდებს შემომსხდარი სამედიცინო პერსონალი, „მინუტკით“ მომზადებული ყავა, ფანჯრიდან დანგრეული შენობის ნარჩენების ხედი, პალატების კარების ჭრიალი, დერეფანში საჭმელების და წამლების აზელილი სუნი და კიდევ ბევრი დეტალი პირდაპირ 1990-იანი წლებში გაბრუნებს. ისინი, პაციენტები, თითქოს უკვე გადასახლდნენ სხვა განზომილებაში, ცუდ რეალობაში და ამას აგუებენ! ქვეყანაში, სადაც ონკოდაავადებების სტატისტიკა საგანგაშოა, რა გახდა თანამედროვე სტანდარტების და ინფრასტრუქტურის საავადმყოფო, მით უფრო პალიატიური მზრუნველობის განყოფილება, სადაც მძიმე პაციენტები სიცოცხლის ბოლო დღეებს ატარებენ. დღეს კიბოსთან ბრძოლის დღე ყოფილა. 33 წლის მონიკას საათები დათვლილია სწორედ ამ 90-იანი წლების პალიატიური მზრუნველობის პალატაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები