LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადის დრო და ბედნიერი ხარ, რომ ყველაფერი უიმედო მდგომარეობიდან წარმატებისკენ მობრუნდა… ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა ასეთ დროს მათი სახის ყურება” – გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგიურ პაციენტებზე

141
ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მის პაციენტებზე წერს.

“ჩემთან ძირითადად ისეთი ონკოლოგიური პაციენტები მოდიან, რომლებმაც უკვე იმკურნალეს, არ ჰქონდათ შედეგი, დაავადება პროგრესირდა და ახლა ბოლო იმედად შენ გიყურებენ. ხედავ, თუ როგორ წყურიათ სიცოცხლე.

იტოვებ ყველა მის საბუთს, ყველა მის კვლევას, ღამით ამ ყველაფერზე მუშაობ, აანალიზებ და ძალიან გიხარია, რომ მეორე დღეს როცა შეხვდები, შეგიძლია ახალი, უკეთესი გზა შესთავაზო. გადის დრო და ბედნიერი ხარ, რომ ყველაფერი უიმედო მდგომარეობიდან წარმატებისკენ მობრუნდა… ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა ასეთ დროს მათი სახის ყურება”, – წერს გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები