LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩაიარა მიუნხენში „ქოლდფლეის“ კონცერტმა, რომელსაც ყველაზე მეტი ქართველი ესწრებოდა

461

ჯგუფ „ქოლდფლეის“, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ქართველ ფანებს მსოფლიოს ხან ერთ, ხან მეორე წერტილში აქვთ გადაღებული ჯგუფის კონცერტებზე.

6 ივნისს „ქოლდფლეიმ“ თავისი ტურნეს ფარგლებში მიუნხენის ოლიმპიური სტადიონი დალაშქრა და თავისი თაყვანისმცემლები შეკრიბა. მათ შორის ქართველების იყვნენ. ტელეწამყვანი ანნა იმედაშვილი მეუღლესთან, რეჟისორ დავით იმედაშვილთან ერთად ზემოხსენებულ კონცერტს დაესწრო და შთაბეჭდილებები fortuna.ge-ს გაუზიარა.

ანნა იმედაშვილი:

„სიტყვები გრძნობათათვის არ არიან“ (იღიმის). სასწაული იყო, ვერაფერი შეედრება იმას, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. არნახულად ფერადი შოუ იყო. Coldplay-ს მსმენელებმა იციან, რომ კრისის კონცერტზე სპეციალური ფერად-ფერადი სამაჯურები ურიგდება მაყურებელს/მსმენელს. შოუს დაწყებასთან ერთად ეს სამაჯურები სინქრონში ანათებს და ყველა დამსწრე შოუს ნაწილი ხდება.

„ქოლდფლეის“ პირველი სიმღერის გამოსვლის დღიდან მათი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ რეალურად მგონია, ეს იმ ტიპის სანახაობა იყო, საერთოდ არავის რომ არ დატოვებდა გულგრილს – ძალიან მუსიკალური, ძალიან ფერადი, ფერად-ფერადი ფოიერვერკებით, ცეცხლებით, უშველებელი ჭრელი ბუშტებით, რომლებიც მაყურებლის თავზე დაგორავს, ფერადი კონფეტი, ლაზერები, შუქები, სცენის ულამაზესი დეკორაცია, თავად ჯგუფის წევრებსაც ტანისამოსზე სულ ფერადი ელემენტები ჰქონდათ… მუსიკისა და ფერების ზეიმია, რა.

თავად კრისი სულ ან ინსტრუმენტზე უკრავს და ისე მღერის, ან არ ეზარება და აქეთ-იქით დარბის, ხტუნავს, ცეკვავს, ძირს წვება… ასეთი მართლა არაფერი მინახავს. არც ერთ ნანახ შოუს არ შეედრება. უდიდესი პოზიტივი მოდის.

ცოცხალი შესრულება არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც ჩანაწერებში ვუსმენთ, ისეთივეა ვოკალი, უკეთესიც (იღიმის). მე და დათო ახლაც შოკში ვართ.

ამ კონცერტს ძალიან ბევრი ქართველი დაესწრო…

მართლა ბევრი ქართველი იყო – ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტში აღმოვაჩინეთ, რომ მგონი, მთელი თვითმფეინავი მიუნხენში მოდიოდა (იცინის). იქაც ყველა მხრიდან ქართველების ხმა ისმოდა… ქუჩაში ნაცნობებიც ვნახეთ.

თავად კონცერტი სასწაულად იყო ორგანიზებული – ყველა დეტალი ბოლომდე გათვლილი. გამოვიდნენ სცენაზე და ზუსტად ორსაათიანი სუპერშოუ დადეს.

კონცერტი რომ დასრულდა და სადგომიდან გამოვდიოდით, გერმანული წამყვანი რადიოსადგური „ქოლდფლეის“ კონცერტს გადმოსცემდა. ამან თითქოს გაახანგრძლივა ის ემოციები, რაც კონცერტზე მივიღეთ და საცობში დგომაც სასიამოვნო გახადა (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები