LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანნა იმედაშვილი: „არ მინდა, ვინმეს შეექმნას ილუზია, რომ რადგან ამერიკა დალაგებული ქვეყანაა, აქ ხელგაშლილი გელოდებიან და ყველაფერი მარტივად გამოდის…“

208
ანნა იმედაშვილი

ანნა იმედაშვილი, რომელიც რეჟისორ მეუღლესთან დათო იმედაშვილსა და შვილებთან ერთად უკვე ორწელიწადნახევარია ამერიკაში ცხოვრობს, ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება ემიგრაციაში ცხოვრების სირთულეებზე: „ორწელიწადნახევარია, აქ ვცხოვრობთ და ამერიკის ძალიან მადლიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს თავის სამშობლოში, მაგრამ რადგან არ მოგვეცა ამის საშუალება, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა.

ჩვენ აქ ჩამოვედით ორი არასრულწლოვანი ბავშვით. დანიელი აქ გახდა ერთი წლის. ჯერ კიდევ კოვიდის პერიოდი იყო, ბევრი რამ არ მუშაობდა, ამას დაემატა ენის ბარიერიც, რადგან ინგლისური მშობლიურივით არამცთუ მაშინ, არამედ ახლაც არ ვიცი, პლუს კულტურული ბარიერი და ყოველდღიური დეტალები. შვილები გყავს, ბაღია, სკოლაა და იმდენი რამეა, რაც არ იცი, მუდმივად კითხვებს სვამ. გამიმართლა, რომ ძალიან გულისხმიერი მეგობრები შევიძინე, ძალიან დამეხმარნენ ამ პროცესში.

არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ თუ ამას ვინმე წაიკითხავს, ვისაც გარკვეული გეგმები აქვს, არ მინდა, ილუზორული შთაბეჭდილება შევუქმნა და ვთქვა, რომ რადგან ქვეყანა მაგარია, ეკონომიკა დალაგებული და ასე შემდეგ, აქ ხელგაშლილი გელოდებიან და ყველაფერი მარტივად გამოდის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები