LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მივიდე სასამართლოში, როდესაც არ მაქვს არანაირი დოკუმენტი – მიხეილ სააკაშვილი

55

მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, გადაეცეს ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ შვებულებაში და სანამ შვებულებაში იმყოფებით, სამსახურიდან გითხოვენ, თქვენ ჩამოდიხართ და ითხოვთ თქვენი შრომის წიგნაკი მოგცენ, მაგრამ ყოფილი დამსაქმებელი გპასუხობთ, რომ აქ აღარ მუშაობთ და არანაირ შრომის წიგნაკს არ მიიღებთზუსტად ასე მომექცნენ მეც, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გამართულ ბრიფინგზე.

მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ხალხის დახმარებით აქ ვარ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე გავლენიანმა მსოფლიო პოლიტიკოსმა პრეზიდენტ პოროშენკოს ჩემს საკითხზე დაურეკა, უკრაინის პრეზიდენტმა კი ყველას ერთნაირი პასუხი გასცა  – ”მიკვირს, რატომ არ მიდის ბატონი სააკაშვილი სასამართლოში”.

“კი მაგრამ, როგორ უნდა მივიდე სასამართლოში, როდესაც არ მაქვს არანაირი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს? მე ვვარაუდობ, რომ ასეთი დოკუმენტი, საერთოდ, ბუნებაში არ არსებობს.

“რატომ ვიბრძვი ამისთვის? წარმოიდგინეთ, როგორ ექცევიან ისინი რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემგან განსხვავებით დეპუტატებს შორის მეგობრები არ ჰყავთ. ამდენი კამერა ესწრება ჩემს გამოსვლას, ამდენი მასალა იწერება მსოფლიოში, ხელისუფლება კი მაინც თაღლითობს, – აღნიშნა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები