LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია გაცოფებული მესი (ვიდეო)

35

როგორ გამოიყურება გაცოფებული ლიონელ მესი ”მესტალიის” ტრიბუნებიდან.
არგენტინელი კინაღამ ტრიბუნაზე აუვარდა ”ვალენსიას” ფანებს.

”ღამურების” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ქსელში დადო ვიდეო, რომელიც ლეო მესის გადამწყვეტ გოლს ასახავს. კატალონიელთა ფორვარდი მას შემდეგ გამწარდა, რაც ტრიბუნებიდან რაღაც საგნები დაუშინეს.

”ვალენსიას” ფანებმა ნეიმარს და სუარესს ბოთლი თავში მოარტყეს, რამაც მესი გაამხეცა.

”ბარსელონამ” სტუმრად ”ვალენსიას” 3:2 მოუგო. გადამწყვეტი გოლი მესიმ 94-ე წუთზე პენალტით გაიტანა და ამბებიც ამას მოყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები