LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან შენგელია გამოძიებას ენდობა

177

„კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა გამოძიებას ენდობა. რომან შენგელიამ სამხედრო პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მისგან მეორე შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ.

”მკითხეს, რა ვიცი, ჩემს მეორე შვილზე. მე მათ ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ ორ გაქცეულ პირთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. თქვენთან სხვა დეტალებზე ვერ ვისუბრებ, თუმცა გამოძიებას ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. საუბარი, ასევე, იყო ბაზაზე შესვლასთან დაკავშირებით და თუ სად მოკლეს ჩემი შვილი. ახლა ნორმალურად მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით მათ ნდობას ვუცხადებ”, – განაცხადა რომან შენგელიამ.

პოპულალურები