LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქუჩებზე ჩატარდება თბილისში მართვის მოწმობის გამოცდა

110

თბილისში, მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა რეალურ მოძრაობაში რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება. როგორც bpn.ge წერს, მათ შორისაა გმირთა მოედანი და ღვინის აღმართი.

გმირთა მოედანზე განსაკუთრებული ყურადღება მძღოლის მიერ სწორ მანევრირებას მიექცევა, ხოლო ღვინის აღმართზე მნიშვნელოვანი იქნება მძღოლს ავტომობილი არ ჩაუქრეს.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. პროექტირების სამუშაო უკვე დასრულებულია და განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები