LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 აპრილიდან, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარებისას ავტომატიკისა და მექანიკის ფასი ერთმანეთს გაუთანაბრდება 

478
ფორ

მართვის მოწმობის აღების წესები აპრილიდან იცვლება.

კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური 90 ლარი იქნება

25 აპრილიდან, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარებისას ავტომატიკისა და მექანიკის ფასი ერთმანეთს გაუთანაბრდება – რაც ნიშნავს,  რომ თეორიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, როგორც მექანიკის, ასევე ავტომატიკის არჩევის შემთხვევაში, მართვის მოწმობის აღების მსურველი გადაიხდის მხოლოდ 55 ლარს და ამ ფასის ფარგლებში ხუთჯერადად შეუძლია გეგმიურად გასვლა. შემდეგ უკვე გადაიხდის 90 ლარს და ქალაქის პირობებში ჩააბარებს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს.

ამასთან პირი, რომელიც მეორე ეტაპს წარმატებით ვერ გადალახავს, შესაბამისი ვადით, შენარჩუნებული ექნება როგორც თეორიული გამოცდის, ასევე პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები, – განუცხადებს “ფორტუნას” მომსახურების სააგენტოში.

პოპულალურები