LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომი ზაფხულში ალკოჰოლს კრძალავს

134

იტალიის დედაქალაქში ამ შაბათ-კვირას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვისა და მოხმარების მკაცრი წესები შევიდა ძალაში. ქალაქის მერის ვირჯინია რაგის განცხადებით, მათ არ სურთ, რომ რომაული ზაფხულის საღამოები ალკოჰოლურმა სასმელებმა გაანადგუროს. მსგავსი წამოწყებები გასულ წლებშიც გამოჩნდა, თუმცა წლევანდელი ერთ-ერთი უმკაცრესია.
საღამოს 10 საათიდან ალკოჰოლური სასმელის მინის ჭურჭლით ტარება ქუჩებში აკრძალულია, ხოლო შუაღამისას აკრძალვა ვრცელდება ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი სახით მოხმარებაზე. ახალი რეგულაცია გულისხმობს ჯარიმას 150 ევროს ოდენობით, ხოლო ბიზნესის მფლობელებისთვის მითითებული დროის გასვლის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვისთვის ეს ჯარიმა იზრდება 280 ევრომდე.
Takeaway პრინციპით სუპერმარკეტების მხრიდან ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა ასევე საღამოს 10 საათის შემდეგ, ხოლო ღამის 2 საათის შემდეგ აკრძალულია ალკოჰოლური სასმელებით მომსახურება შიდა ბარებსა და კლუბებში.
მერი მოუწოდებს მაღაზიის მფლობელებს, რომ დაბეჭდონ და გამოაკრან აკრძალვის ტექსტი. ბრძანება ოქტომბრის ჩათვლით იქნება ძალაში. პირველ კვირას აკრძალვასთან ერთად, 500-ზე მეტი შემოწმება განხორციელდა, პოლიციამ განაცხადა, რომ მხოლოდ შაბათს 37 ჯარიმა გამოიცა.

TRASTEVERE IN ROME, ITALY – FEBRUARY 23, 2014: Trastevere is a rione of Rome; it maintains its character thanks to its narrow cobbled streets lined by medieval houses.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები