LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ევროპაში ყველაზე მაგარი სპორტსმენია

86

მადრიდის “რეალის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ევროპის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ეს ჯილდო პორტუგალიელმა თავისი კარიერის განმავლობაში პირველად აიღო.

საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოება 1958 წლიდან იმართება და მას ევროპის 27 საინფორმაციო სააგენტო ერთობლივად ასახელებს. წელს რონალდოსთან ერთად ამ წოდებისთვის, ასევე მსოფლიო პირველი ჩოგანი ბრიტანელი ენდი მარეა და რიოს სამგზის ოლიმპიური ოქროს მფლობელი უნგრელი მოცურავე ქალი -კატინკა ჰოსი იბრძოდნენ.

რაც შეეხება პორტუგალიელს, 2016 წელი მისთვის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. რონალდომ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და მეოთხე „ოქროს ბურთი“ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები